fbpx

„შენნაირი ადამიანები ბევრი უნდა იბადებოდეს ამ ქვეყანაზე“ – გია ჯაჯანიძე

ავტორი ჟოლო
83 ნახვა

„რამდენი წელია ვმეგობრობთ და მე შენთვის ეს სიტყვები არასოდეს მითქვამს, ყოველთვის გულში მყავხარ და სამაგალითო ადამიანი ხარ ჩემთვის“ – წერს „სხვა რაკურსის“ წამყვანი გია ჯაჯანიძე და ნანა პატარკაციშვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში შემდეგი სიტყვებით ულოცავს.

გია ჯაჯანიძე: „გულიანო, კეთილო, სანდო, საიმედო, უღალატო, უკეთილშობილესო, ღირსეულო, ერთგულო, მოსიყვარულე და მზრუნველო მეგობარო, შეუფასებელი ამაგი გაქვს გაწეული ადამიანების კეთილდღეობისთვის. მეამაყები და ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრობ შენი ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის და კეთილი საქმეებისთვის.

რამდენი წელია ვმეგობრობთ და მე შენთვის ეს სიტყვები არასოდეს არ მითქვამს, ყოველთვის გულში მყავხარ და სამაგალითო ადამიანი ხარ ჩემთვის. მინდა ბედნიერი და გახარებული იყო შენ დიდ ოჯახთან ერთად, მთელი ცხოვრება ჯანმრთელობა, წარმატება და სიხარული არ მოგკლებოდეს, შენ ამას იმსახურებ. შენნაირი ადამიანები ბევრი უნდა იბადებოდეს ამ ქვეყანაზე. გილოცავ“.

„ჟოლო,“ ამ პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე ხანში ტელეწამყვანს დაუკავშირდა – „პატარკაციშვილების ოჯახის წევრებმა ჩემი ცნობიერება შეცვალეს.“ – განაცხადა გია ჯაჯანიძემ.

გია ჯაჯანიძე: მე დავინახე რა ძალა აქვს სიკეთეს. ამას ყველაფერს ჩემს წიგნში ვიტყვი. ზოგჯერ ისინი არც ჩნდებოდნენ, ისე ეხმარებოდნენ ხალხს.

-გია მხოლოდ ამ პოსტით შემოიფარგლეთ, თუ სხვა საჩუქარიც ახლდა პოსტს?

-როგორ შემოვიფარგლებოდი მარტო სიტყვებით? ვაჩუქე ძალიან ლამაზი სამაჯური.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment