132
ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ თუ წყვილს ჩახუტებულს სძინავს ეს მათ მყარსა და მშვიდ ურთიერთობაზე მიუთითებს, გარდა ამისა ასე ძილი სასარგებლოცაა.
პიტსბურგის უნივერსიტეტის წარმომადგენლები კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად ჩახუტებულ მდგომარეობაში ძილი სისხლში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის კონცენტრაციას მაქსიმალურად ამცირებს. ეს განსაკუთრებით იმის გამო ხდება, რომ ასეთ მომენტებში ადამიანები თავს მაქსიმალურად დაცულად გრძნობენ. კორტიზოლის მაღალი კონცენტრაციის დროს კი დიდია შანსი გულის დაავადების, დეპრესიის და იმუნიტეტის დაქვეითებისაც კი.
გარდა ამისა ჩახუტებულ მდგომარეობაში ძილის დროს გამოიყოფა ოქსიტოცინი – ე.წ. სიყვარულის ჰორმონი. ის განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს თქვენს იმუნურ სისტემაზე.