fbpx

ჩაი, ძენის ოსტატი და ფილოსოფოსი

ავტორი ჟოლო
53 ნახვა

„15 დეკემბერი – ჩაის საერთაშორისო დღეა და გილოცავთ „ჩაისტებს“ 

ძენის ოსტატთან ფილოსოფოსი მოვიდა ძენის გასაგებად.
საუბრამდე ოსტატმა ფინჯანში ჩაი დაუსხა, ფინჯანი გაივსო და გადმოდიოდა, თუმცა ოსტატი მაინც აგრძელებდა დასხმას.
ფილოსოფოსმა შეჰყვირა:
– ხომ ხედავთ გაივსო და აღარ ეტევ, ჩაი, რატომ ასხამთ?
ოსტატმა გაიღიმა:
– ასევე სავსე ხართ თქვენი ფილოსოფიით და ძენზე საუბარს აზრი არ აქვს.

P.S. ასეთ განცდა მაქვს ხოლმე, როდესაც რელიგიურად დოგმატურ ადამიანს ვესაუბრები და ვხვდები აზრი არ აქვს საუბარს. ამ დროს მინდა ვუთხრა, „თქვენ რას გრძნობთ გულისგულში, თქვენ, რომელია თქვენი ჭეშმარიტი აზრი – ის არის მთავარი, თორემ რომელმა წმინდა მამამ რა და როდის თქვა, თქვენზე მეტად თუ არა ნაკლებად არ ვიცი.“

რამაზ გიგაური

მსგავსი სტატიები

Leave a Comment