fbpx

“ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა”- ზაზა ფაჩულია რობერტ დე ნიროს შეხვდა

ავტორი ნინო გონგაძე
37 ნახვა

“ჩემი დიდი ხნის ოცნება ახდა”- წერს ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში და საყვარელ მსახიობთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ქართველი კალათბურთელი რობერტ დე ნიროს ლოს- ანჯელესში შეხვდა და მასთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღო.

„დიდი პატივია, რომ შევხვდი ერთ-ერთ საუკეთესო და ჩემს საყვარელ მსახიობს რობერტ დე ნიროს დღეს, ლოს-ანჯელესში. ჩემი დიდი ხნის ოცნება ასრულდა“.

ფოტოს უამრავი მოწონება, გაზიარება და კომენტარი ხვდა წილად.

“დამჯდარიყავით მაინც და ისე გადაგეღოთ ფოტო”.

“რა უბრალო კაცი ჩანს. მასეთი მაიკის ჩაცმას არ იკადრებდა ჩვენი ,,სვეცკი სასტავი,, აი, რა განსხვავებაა ბუნებით უბრალოებასა და ხამურ სიქაჯეს შორის”…

“რა დაბალი ყოფილა დე ნირო…”

“ყველაზე მაგარი მსახიობი, როგორ დაბერებულა”…

 

Zaza Pachulia-(ი)ს ფოტო.

So honored to meet one of the best and my favorite actor Robert De Niro today in LA. My longtime dream came true.
#blessed

მსგავსი სტატიები

Leave a Comment