ადრესატი ამ ჩანაწერს 10 წლის შემდეგ წაიკითხავს… ამ წლების განმავლობაში, ამ განსაკუთრებულ დღეს ბევრი იქნება სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი სიტყვები… მაგრამ 10 წლის შემდეგ „მიღებული“ ეს მესიჯი ალბათ ყველაზე ამაღელვებელი – „ალისუნა, გილოცავ დეეეე დაბადებას, ამ რთულ, მაგრამ საოცარ სამყაროში“- წერს თავის პატარა გოგონას ცნობილი ქართველი დიზაინერი ჩუბიკა,( ნინო ჩუბინიშვილი) …
დიზაინერის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვკითხულობთ
ჩუბიკა: „ხვალ დილით, 3 წლის წინ, დაიბადა ალისა გიორგაძეე…. ჩემი მეორე საყვარელი შვილი…
მეორე დაბადება ელენესათან ერთად იყო…
პირველი როცა დედამ გამაჩინა 🙂
ამ დღემ კიდევ ერთხელ გამანათა. დამანახა სამყარო და ადამიანი თავიდან.
ქმნილება თავიდან….
ადამიანის დაბადება საოცრებაა. სამყაროში მოსვლაც…
მადლობა ღმერთს, ჩემს ქმარს, ელენეს, – ჩემს შვილს, პირველ და ყველაზე დიდ მეგობარს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ალისას დაბადებაში მეხმარებოდა… loev ve u allll…
კიდევ ერთხელ პირველად ვნახე მზე ალისასთან ერთად, პირველად ყვავილი… და its happynesss cchuni …
ჩუნი, ელენე, დედა, მამა გილოცავთ ალისას დაბადების დღეს.
ალისუნაა, 10 წლის შემდეგ ამ ჩანაწერს ფბ-ზე გაჩვენებ…
შენ გილოცავ დეე დაბადებას, ამ რთულ, მაგრამ საოცარ სამყაროში“.