fbpx

„ცოდნა და ინტუიცია არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის“

ავტორი ჟოლო
80 ნახვა

არ იცი, არ გესმის, ვერ გაიგე, ვერ მიხვდი.
ეს ის სიტყვებია, რასაც მეუბნება ზოგიერთი ადამიანი. უმალვე ვეთანხმები, ვუსმენ ,, ვიზიარებ” ,,სწორ” და ,,მართალ” აზრს.

მე არაფერი არ ვიცი, მე მხოლოდ ვაკვირდები მოვლენებს. დაკვირვების შედეგად ვდებ უტყუარ დასკვნებს.

არ გაგიკვირდეთ. ვინც ყველაფერი იცის და ძლიერი ინტუიცია აქვს, მუდმივ დისკომფორტშია და ცხოვრებას ვერ იწყობს.

ცოდნა და ინტუიცია არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის. ბედნიერება მხოლოდ გონიერ ადამიანებთან მიდის.

რაც უნდა იშრომო და იწვალო, თან გადაყვე ადამიანს, იყო კეთილი და კეთილშობილი, თუ გონიერი არ ხარ, ხელმოცარული და ყველასგან მიტოვებული დარჩები.

ნუ გაგიკვირდება, გული ნუ დაგწყდება, – ვერავინ დაინახავს შენს ნიჭს, შენს თავდადებას, შენს ერთგულებას, შენს სიყვარულს, შენს სილამაზეც კი ვერ დაინახავენ.

ყველაფერში უნდა გქონდეს მოთმინების უნარი, შეგეძლოს დაინახო ყველა შენი შეცდომა. უნდა გაიხედო შორს, სანანებლად რომ არ გაგიხდეს ეს საწუთრო.

გონიერებაა ერთადერთი, რომელსაც შეუძლია სიხარული მოგანიჭოს და ბედნიერი გაგხადოს.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment