fbpx

წარმატება უბრალოდ არ დადგება, სანამ მავანი მეფობს

ავტორი ჟოლო
86 ნახვა

თვითშეფასება???
ეს ის ბუმერანგია, რომელიც შეგიძლიათ არც კი გაუშვათ – იგი მაინც გარედან გიბრუნდებათ 🙂

ეს ის არის, რასაც თქვენ გრძნობთ და სხვები ამჩნევენ…

რაც ახლობლებს “აიძულებს” ტონი აგიწიონ და თქვენ საშუალებას გაძლევთ ეს ტონი ითმინოთ 🙂

რის გამოც, მუდმივად ვერ ვირგებთ ცხოვრების და ადამიანების საჩუქრებს – “ვაიმეეეე, რატომ შეწუხდი, მე ამას ვერ ავიღებ”  – ეს მისი ხმაა – დაბალი თითშეფასების.

თქვენ ეს ხმა თქვენი გეგონათ???

წარმატება უბრალოდ არ დადგება, სანამ მავანი მეფობს….
არადა… მასთან გაყრა არც ისე რთულია….

მოკლედ ეს ერთგვარი დაავადებაა – აი, როგორც ალერგია, ან კოლიტი, ან რინიტი, ან ბუასილი…. იგი სულ შეგაწუხებთ სანამ არ მოიშორებთ 🙂

მკურნალობის გზებიც დაახლოებით იგივეა:  მიდიხართ სპეციალისტთან, იღებთ “მკურნალობას “, მკურნალობთ და ხდებით ჯანმრთელი 🙂

საუკეთესო სახელმწიფოს,
ნანატრ ქვეყანას,
ჰარმონიულ ოჯახს,
ბედნიერ შვილებს ქმნიან მაღალი ადეკვატური თვითშეფასების ადამიანები… გახდი ერთ – ერთ მათგანი 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment