ასეთი წამოდგენა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზს იშვიათად თუ ახსოვს, ყოველ შემთხვევაში ასეთი სპექტაკლი.
ყველაფერი უბრალოდ დაიწყო, არცთუ საინტერესოდ. დაძაბული ვიჯექი, ასეთ დროს სულ მეშინია ხოლმე ჩემს გვერდით მყოფი ადამიანები არ ადგნენ და დარბაზი არ დატოვონ. როდესაც ჩემმა მეგობარმა უკმაყოფილოდ გადმომილაპარაკა: – “ესაა სპექტაკლი?!” გული მეტკინა, მიუხედავად იმისა, რომ მეც ასე ვფიქრობდი. ის, რაც შემდეგ მოხდა ნამდვილი საოცრება იყო…
გენიალურმა რუსმა მსახიობმა სერგეი ბეზრუკოვმა, ასევე შესანიშნავი რუსი პოეტის სერგეი ესენინის “ხულიგანის აღსარება” სცენაზე ისე წარმოადგინა, როგორსაც ალბათ თავად ავტორიც ვერ ინატრებდა. საოცარი ქორეოგრაფია, მუსიკა, პოეტური დრამა ისე ერწყმოდა ერთმანეთს მაყურებელს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა.
სპექტაკლიდან გამოსული თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი და არ მასვენებდა სურვილი ყველაფერი თავიდან დაწყებულიყო.
ნია ბასილაია