ხეზე კვეთის საუკუნოვანი ტრადიცია დღესაც ძალიან აქტუალურია ჩინეთში. უამრავი ხელოვანი ცდილობს ამ ტრადიციის შენარჩუნებას, მათ შორის კი ყველაზე გამორჩეული ჩინელი ჩჟენ ჩუნხუია, რომელიც საოცრებებს ჩადის ხის თლაში.
ცოტა ხნის წინ მან მსოფლიოში ყველაზე გრძელი, 12 მეტრის სიგრძის ხის სკულპტურა შექმნა და გინესის წიგნშიც მოხვდა.
ძალიან შრომატევადი საქმეა. მან მარტო 550 გმირი გამოსახა, თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა ნაგებობებსა თუ მცენარეებს.
ნამუშევარი ცინმინის ფესტივალის მოტივებზეა შექმნილი, სუნის დინასტია, ХI საუკუნე.
ჩინეთის თითოეულ დინასტიას ირჩევენ ხელოვანები და მხოლოდ მათ მოტივებს იყენებენ ნამუშევრებში.
სკულპტურა უმცირესი დეტალებითაა გამოკვეთილი.
ჩუნხუი ამ სკულპტურაზე 4 წელი მუშაობდა. უნდა აღინიშნოს ისიც რომ, ცინმინი -ეს ტრადიციული ფესტივალია, რომელიც გარდაცვლილებს ეძღვნებათ.
სკულპტურა პეკინში გამოფინეს. რთული წარმოსადგენია რომ ის ადამიანის ხელთქმნილია.