fbpx

პატარა გოგონა ცოცხალი იყო! – ძაღლი გმირად იქცა

ავტორი ჟოლო
38 ნახვა

ბრაზილიის ქალაქ კამპინასში ბავშვით პირში ძაღლი უახლოეს სახლთან მივიდა. დიასახლისი, რომელმაც ეს სურათი დაინახა, შოკირებული იყო. თუმცა გადალახა თავდაპირველი შიში და გავარდა ბავშვის დასახმარებლად. დაუჯერებელია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ პატარა გოგონა ცოცხალი იყო! ძაღლმა კი ძალიან ფრთხილად გადმოიყვანა ის, ისე რომ ერთი ნაკაწრიც არ ჰქონია.

ბავშვი მაშინვე გადაიყვნეს საავადმყოფოში, სადაც საჭირო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმები ამბობენ, რომ გოგონა ჯანმრთელია და უკვე აღარაფერი ემუქრება მის სიცოცხლეს.

პოლიცია ცდილობს იპოვოს ბავშვის ბიოლოგიური დედა, რომელმაც ეს არაადამიანური საქციელი ჩაიდინა. ძაღლი კი, რომელმაც გოგონა გადაარჩინა, თავის რაიონში ნამდვილ გმირად იქცა.

უსახლკარო ძაღლს მაშინვე ბევრი პატრონობის მსურველი გამოუჩნდა. თუმცა ის თავისი თავისუფლებისმოყვარე ხასიათის ერთგული რჩება. თანაც მისი მაწანწალა ნატურაც შესამჩნევია. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივები მას გაძლიერებულად კვებავენ, ის მაინც რეგულარულად სტუმრობს მიმდებარე ნაგავსაყრელებს. ან იქნებ, უბრალოდ, ამოწმებს კიდევ ვინმეს ხომ არ სჭირდება მისი დახმარება?

წყარო: ადამიანები და მოვლენები

მსგავსი სტატიები

Leave a Comment