57
10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელიც კი “ფეისბუქზე” წელიწადნახევრიანი ყოფნის მანძილზე შემხვდა:
1. გვერდში დგომა – გვერდით დგომა
2. დილა მშვიდობის, საღამო მშვიდობის –
ბოლოში “ა” აუცილებელია.
3. არაფერს – არაფრის
4. ლიმნის – ლიმონის
5. თქვენთაგანი, ჩვენთაგანი –
უნდა იყოს თქვენგანი, ჩვენგანი
6. ვინები – ვინ
7. განვმეორდები – გავიმეორებ
8. მადლობა, მადლობთ –
გმადლობ, გმადლობთ
9. ცნობადი – უნდა იყოს ცნობილი, შესაძლებელია ნაცნობი
10. გაყიდვაშია – იყიდება
ცხადია, არის სხვა შეცდომებიც:
ბოდიშით, განთავისუფლებული, კარებები და ასე შემდეგ.
გოგა ჩანადირი