სიტყვები “მიყვარხარ“, „მჭირდები“ თითქოს იმდენად უფერული გახდა, რთულია დაარწმუნო ადამიანი მის სიმართლეში. მაშ როგორ ვუთხრათ ადამიანს, რომ ის ჩვენთვის ძვირფასია? ხშირად სიტყვები ზედმეტია, ადამიანების საქციელი ყველაფერს ამბობს, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მეორე ნახევარი გეუბნება, რომ მისთვის განსაკუთრებული ხარ.
ზოგჯერ ადამიანები ერთხელ იტყვიან ფრაზას „მე შენ მიყვარხარ“ და ამით ყველაფერი მთავრდება, თითქოს ეს მთელი ცხოვრება უნდა გახსოვდეს. სიყვარულის შენარჩუნებისთვის მის გამყარებაზე ზრუნვა აუცილებელია, იქნება ეს საქციელით თუ სიტყვებით.
ყველაზე ძლიერი 3 სიტყვა, რაც მოიცავს სიყვარულს, პატივისცემას, დაფასებას და რადიკალურად ცვლის თქვენს ურთერთობას არის ფრაზა „მე გირჩევ შენ“. როდესაც მეორე ნახევარს ამ სიტყვებს ეუბნებით, მას აგრძნობინებთ, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში გამოჩენილან ან გამოჩნდებიან ის ყველაზე ძვირფასია, სწორედ ამიტომ შეაჩერეთ არჩევანი მასზე.