fbpx

რა უთხრეს ერთმანეთს 86 წლის წინ, ჩარლი ჩაპლინმა და ალბერტ აინშტაინმა

ავტორი ჟოლო
377 ნახვა

ოთხმოცდაექვსი წლის წინ, 1931 წლის 2 თებერვალს, მსოფლიოში ცნობილი კინოვარსკვლავი  ჩარლი ჩაპლინი ლოს ანჯელესში საკუთარი ფილმის პრემიერას საპატიო სტუმრებთან – მსოფლიოს უდიდეს ფიზიკოს ალბერტ აინშტაინსა და მის მეუღლე ელზა აინშტაინთან ერთად დაესწრო.

აინშტაინი, რომელიც იმ პერიოდში ჯერ კიდევ გერმანიის მოქალაქე იყო, აშშ-ში მოგზაურობის დროს Universal Studios-ში ჩაპლინს წარუდგინეს, რომელმაც ის თავისი პირველი მუნჯი ფილმის “დიდი ქალაქის ჩირაღდნების” პრემიერაზე დაპატიჟა.

-“თქვენს ხელოვნებას პატივს ვცემ მისი უნივერსალობის გამო: მსოფლიოს თქვენი ესმის მიუხედავად იმისა, რომ არ ამბობთ არცერთ სიტყვას”.-უთხრა აინშტაინმა ჩაპლინს პრემიერის შემდეგ გამართულ წვეულებაზე

– გეთანხმებით, მაგრამ თქვენ უფრო დიადი ხართ: მსოფლიო გადიდებთ მიუხედავად იმისა, რომ არავის ესმის, რას ამბობთ. -უპასუხა ჩაპლინმა.

წყარო:www.evpatori.ge

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment