fbpx

31 ივლისს ჯოან როულინგის მერვე წიგნი “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” გამოვა

ავტორი ნინო გონგაძე
24 ნახვა

“ჰარი პოტერის” ახალი წიგნის გამოსვლამდე 5 დღე დარჩა. ბრიტანელი მწერლის ჯოან როულინგის მიერ ჰარი პოტერზე შექმნილი რომანების მერვე ამბავს მკითხველი 31 ივლისს შეაფასებს.

წიგნი სახელწოდებით “ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” არ არის სრულყოფილი რომანი, იგი პიესის სცენარს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც ლონდონში წარმოდგენას უკვე დგამენ.

სპექტაკლის პრემიერა ასევე 31 ივლისს ნაწარმოების გმირის ჰარი პოტერის დაბადების დღეს გაიმართება. ბილეთები 2018 წლამდე უკვე გაყიდულია. პიესის ძირითადი გმირები ჰარი პოტერი და მისი უმცროსი შვილი ავგუსტ სევერიუს პოტერი არიან.

დღემდე მსოფლიოს ათობით ქვეყანაში “ჰარი პოტერის” 7 წიგნიანი ოდისეის 440 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment