კოცნა შესანიშნავი გზაა თქვენი გრძნობების უსიტყვოდ გამოსახატად. ყველაზე მარტივი და მოკლე კოცნაც კი საუცხოო შეგრძნებებს მოიცავს. თითოეული კოცნა ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა, შეიძლება, ეს ვერც კი შენიშნოთ. არა და, კოცნის საშუალებით პარტნიორზე უამრავი რამის გაგება შეიძლება. ხანდახან, ის ამბობს – ,,მომწონხარ,’’ ხანდახან – ,,ისე მინდა ახლა შენთან…’’ ამ გზავნილების გაგება არც ისე ადვილია. ვეცდებით სტატიის საშუალებით კოცნის მნიშვნელობების გაგებაში დაგეხმაროთ.
1. სწრაფი კოცნა
სწრაფი კოცნა რომანტიკულად შეიძლება არც ჩაითვალოს, მაგრამ პირველი პაემნისთვის შესანიშნავია. ამ დროს მხოლოდ პარტნიორის ტუჩებს ეხებით. ეცადეთ, კოცნა 3 წამზე ნაკლები ნუ იქნება. სასურველია, ამ პირობით ზღვარს გადააჭარბოს. შეტყობინება, რომელიც ამ კოცნის საშუალებით იგზავნება, დაახლოებით ასე ჟღერს: ,,მომწონხარ, მაგრამ აჩქარება არ მინდა,’’ ან ,,შენთან ერთად კარგად გავერთე.’’
2. რომანტიკული კოცნა
რომანტიკულ კოცნად მიიჩნევა, როცა პარტნიორის ტუჩებს ნაზად ეხები ოდნავ გაპობილი ბაგეებით. ეს კოცნა უნდა იყოს ნელი, ნაზი და მართლაც რომანტიკული. ძლიერი სიყვარული მისი მთავარი შემადგენელი ნაწილია. გრძნობის გარეშე რომანტიკული კოცნა თავის მნიშვნელობას კარგავს. თუ რომანტიკული კოცნა პირველივე პაემანზე გაქვთ, ეს ნიშნავს, რომ პარტნიორის შესახებ მეტის გაგება გსურთ. წყვილი, რომელსაც დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს ერთმანეთთან ამ კოცნით სითბოს და მზრუნველობას გამოხატავენ.
3. ფრანგული კოცნა
ფრანგული კოცნა რომანტიკულის მსგავსია, თუმცა, მასში მონაწილეობას ტუჩების გარდა ენაც იღებს. ასეთი კოცნით შეგიძლიათ პარტნიორს უთხრათ: ,,მინდიხარ’’ და ,,მიყვარხარ.’’ ფრანგული კოცნა ყველაზე ეროტიკულადაა მიჩნეული და მეტი ფიზიკური კონტაქტით გამოირჩევა.
4. შუბლზე კოცნა
კოცნის ნაზი და ელეგანტური გზა. როცა პარტნიორი შუბლზე გკოცნით, თავს დაცულად გრძნობთ. იგი ნიშნავს: ,,მე ვზრუნავ შენზე და შენი დაკარგვა არ მინდა.’’
5. ლოყაზე კოცნა
ყელზე კოცნა შესანიშნავი საშუალებაა ადამიანს აგრძნობინო რომ მოგწონს. იგი კარგია პირველ პაემანზეც. თუ პარტნიორი ლოყაზე გკოცნით, ე.ი. იგი თავაზიანია, არ ცდილობს ურთიერთობის სწრაფად გაღრმავებას და უბრალოდ უნდა იცოდეთ რომ მოსწონხართ.
6. კისერზე კოცნა
ასე, როგორც წესი, ის წყვილები კოცნიან, რომელთაც ერთმანეთი უყვართ და მართლა ახლოს არიან ერთმანეთთან. თუ პარტნიორი კისერზე გკოცნით, მას უნდა გაგრძნობინოთ, რომ თქვენთან თავს საუცხოოდ გრძნობს და თქვენით გატაცებულია.
7. სპაიდერმენის კოცნა
ამ სახის კოცნამ დასახელება ფილმ ,,სპაიდერმენის’’ ცნობილი სცენის გამო მიიღო. ეს არის კოცნა, როდესაც პარტნიორის თავი თქვენს საპირისპიროდაა და კოცნისას მის სუნთქვას გრძნობთ. ამგვარი კოცნით გადაცემული შეტყობინება დაახლოებით ასე ჟღერს: ,, ისე ახლოს ხარ ჩემთან რომ შენთან ერთად ნებისმიერ ექსპერიმენტზე თანახმა ვარ.’’
კოცნა უნიკალური გზაა პარტნიორს მისდამი ჩვენი სიყვარული და მზრუნველობა გავუზიაროთ.
Oxford Medical Georgia