მისდიეთ ბედნიერებას ყველგან და ყოველთვის. იცხოვრეთ ლაღად და ბედნიერად.
დაიწყეთ მცირედით – ეს ნორმალურია. თასი ივსება წვეთ-წვეთობითაც. ყველა პროფესიონალი ოდესღაც დამწყები იყო. ჩვენ ყველა ვიწყებთ მცირედიდან. თუ თქვენ მიმყოლი და მომთმენი ხართ, გილოცავთ თქვენ აუცილებლად მიაღწევთ წარმატებას! არავის შეუძლია, რომ ერთ ღამეში წარმატებული გახდეს. წარმატება მოდის მასთან ვინც იწყებს მცირედიდან, მიჰყვება თავის არჩეულ გზას, კეთილსინდისიერად შრომობს სანამ არ გაავსებს თავის თასს.
აზრი მატერიალურია
ჩვენი ცნობიერება – ეს ყველაფერია. თქვენ ხდებით ის რაზეც ფიქრობთ. თუ ადამიანი ფიქრობს ნეგატიურად და იქცევა უარყოფითად, ცუდი აზრებითა და განწყობით მას სულ თან სდევს ტკივილი. თუ ადამიანი ლაპარაკობს და მოქმედებს კეთილი გულითა და განწყობით მას თან დაყვება იღბალი და ბედნიერება, რომელიც მას არასდროს დატოვებს. იმისათვის, რომ სწორად იცხოვროთ უნდა გამოიტენოთ ტვინი “სწორი” აზრებით. სწორი ფიქრი და ანალიზის უნარი მოგცემთ იმას რაც თქვენ მოგესურვებათ. არასწორი აზროვნება კი – ბოლო-ბოლო ოდესღაც გაგანადგურებთ. ყველა საქციელი მოდის ადამიანის ცნობიერიდან. თუ გონი და ცნობიერება შეიცვლება, დარჩება მისი ქცევები იგივე ?
პატიება
სიბრაზის, მრისხანების შეჩერება – დაიმახსოვრეთ, სამაგიეროს გადახდა და მრისხანება ეს იგივეა რაც ცხელი ნაკვერჩხალის აღება იმ მიზნით, რომ სხვას ესროლო ზიანის მისაყენებლად, მაგრამ პირველ რიგში დაიწვებით თქვენ თვითონ. როდესაც თქვენ გაათავისუფლებთ მათ ვინც შეპყრობილი გყავთ “უპატიებლობის ციხეში” უპირველეს ყოვლისა თქვენ თვითონ ხდებით თავისუფალი ამ ციხისგან. თქვენ ვერავის ვერასდროს დათრგუნავთ საკუთარი თავის დათრგუნვის გარეშე. ისწავლეთ პატიება, ისწავლეთ პატიება რაც შეიძლება ჩქარა.
თქვენ ქმედებებს აქვს მნიშვნელობა
იმისათვის, რომ განვითარდეთ საჭიროა მოქმედება; იმისათვის, რომ სწრაფად განვითარდეთ მოქმედებებია საჭირო ყოველდღიურად. სიტყვები ყველასთვის არსებობს, მაგრამ მისი გაგება მხოლოდ მათ შეუძლიათ ვინც გამუდმებით მოქმედებს. ერთი შეგონება გვეუბნება : “ღმერთი აძლევს ყველა ჩიტს ჭიაყელებს მაგრამ არცერთს არ უგდებს მათ ბუდეში.” ბუდამ თქვა: “მე არ მჯერა იღბალის, რომელიც უცებ თავს დაეცემა ხოლმე მას ვინც მოქმედებს, მაგრამ მე მჯერა ბედისა და უიღბლობის მაშინ, როდესაც მათ დაატყდებათ თავს როცა უმოქმედობენ.”
შეეცადეთ გაიგოთ
ჩვენ შევეშვით სიმართლისთვის ბრძოლას, ჩვენ დავიწყეთ ბრძოლა მხოლოდ საკუთარი თავისთვის. თავიდან შეეცადე გაიგოთ, მხოლოდ ამის შემდეგ შეეცადეთ, რომ გაგიგონ სხვებმა. უნდა დაატანოთ მთელი ძალა, რომ შეძლოთ სხვა ადამიანის აზრის და შეხედულობების გაგება. მოუსმინეთ სხვებს, გააანალიზეთ მათი შეხედულბები და მას შემდეგ მიიღებთ თქვენ სიმშვიდეს. შეეცადეთ, რომ იყოთ ბედნიერები უფრო ვიდრე მართლები.
აჯობე შენს თავს
აჯობებს დაამარცხოთ საკუთარი თავი ვიდრე მოუგოთ ათასი სხვა ბრძოლა. ამ შემთხვევაში გამარჯვება შენი იქნება მაინც. ასეთ გამარჯვებას შენ ვერ წაგართმევს ვერც ანგელოზები, ვერც დემონები, ვერც სამოთხე და ვერც ჯოჯოხეთი. იმისათვის, რომ დაამარცხო საკუთარი თავი საჭიროა დაამარცხო საკუთარი ცნობიერება. თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი აზრები. ისინი არ უნდა ღელავდნენ, როგორც ზღვის ტალღები. თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ : “მე არ შემიძლია ვაკონტროლო ჩემი აზრები. ისინი მოდიან მაშინ როცა მათ სურთ. ამაზე ჩემი პასუხია : თქვენ არ შეგიძლიათ ჩიტებს აუკრძალოთ ფრენა თქვენს მაღლა, მაგრამ აუცილებლად შეძლებთ ხელი შეუშალოთ ბუდის გაკეთებაში თქვენს თავზე.”
იცხოვრეთ ჰარმონიით
ჰარმონია მოდის შიგნიდან. ნუ ეძებთ მას გარეთ. ნუ მოძებნეთ გარეთ იმას რისი პოვნაც მხოლოდ თქვენს გულშია შესაძლებელი. ჩვენ ხშირად შეგვიძლია ვეძებოთ შიგნით, რომ გავექცეთ მწარე მართალ რეალობას. სიმართლე არის ერთი, რომ ჰარმონიის პოვნა მხოლოდ შინაგანად არის შესაძლებელი. ჰარმონია – ეს არაა ახალი სამსახური, არც ახალი მანქანა, არც ქორწინება; ჰარმონია – ეს არის სიმშვიდე სულში და ეს იწყება თქვენიდან.
იყავით მადლიერები
ყოველთვის მოიძებნება ის რაღაც რის გამოც შეგვიძლია მადლიერი ვიყოთ. ნუ იქნებით იმდენად პესიმისტი, რომ თუნდაც ნერვიულობისას ან კამათისას ათი მიზეზი მაინც არ გქონდეთ სამაგისო, რომ დამშვიდდეთ და გაიხსენოთ ისინი რის გამოც ხართ მადლიერები. ყველამ ვერ შეძლო დღეს გაეღვიძა. გუშინ ბევრმა ბოლოჯერ დაიძინა. ყოველთვის არის ის, რის გამოც მადლიერი უნდა იყო. მადლიერი გული გხდით დიდებულ ადამიანად!
1 კომენტარი
მადლობთ კარგი რჩევისთვის