fbpx

ადგილი, სადაც ოცნებებს ჰყიდიან, გაიგე რა ღირს შენი ოცნება?!

ავტორი ჟოლო
1.1K ნახვა

ნუთუ შენ ჯერ კიდევ არ იცი, რომ ჩვენს ულამაზეს დედამიწაზე ერთი უცნაური მაღაზია დგას? ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი მაღაზიაა, მაგრამ სიანამდვილეში ეს მეტად უჩვეულო და უნიკალური მაღაზიაა. ეს ოცნებების მაღაზიაა! დიახ, დიახ – იქ ოცნებები იყიდება.

მაღაზიის ასორტიმენტი ძალიან დიდია. იქ პრაქტიკულად ყველაფრის ყიდვაა შესაძლებელი: სიბრძნე, სიყვარული, პერსონალური განვითარება,  სხვადასხვა უნარები, იახტები, ვილები, ქორწინება, კორპორაციის პრეზიდენტის პოსტი, ფული, შვილები, საყვარელი საქმე, ლამაზი ფიგურა, კონკურსში გამარჯვება, ნებისმიერი მარკის ავტომობილი, ძალაუფლება, წარმატება, და მრავალი სხვა. ამ მაღაზიაში მხოლოდ სიკვდილი და სიცოცხლე არ იყიდება – ამით ცენტრალური ოფისია დაკავებული, რომელიც სხვა გალაკტიკაზეა განთავსებული.

ნებისმიერი, ვინც ამ მაღაზიას სტუმრობს, პირველ რიგში საკუთარი ოცნების ფასს იგებს. მაგრამ ისეთებიც არიან [თანაც ძალიან ბევრნი], რომლებიც არც ერთხელ არ შესულან ამ მაღაზიაში, ისინი უბრალოდ ზიან სახლში და გონიათ, რომ სხვა აუსრულებს ოცნებებს – მაგალითად. საოცნებო მთავრობა.

რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველგან, ამ მაღაზიაშიც ფასები გასხვავებულია. მაგალითად,  საყვარელი საქმის ფასი, სტაბილურობაზე და პროგნოზირებადობაზე უარის თქმაა. იმისათვის, რომ საყვარელი საქმე დაიწყო, შენ დამოუკიდებლად დაგეგმვა და ცხოვრების სრული სტრუქტურირება უნდა “გადაიხადო”. ამისათვის კი, საჭოროა საკუთარი ძალების რწმენა და 100%-იანი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. საფასური საყვარელ საქმეზე – ეს არის სტაბილურობის მიუხედავად შეძლო უარი თქვა არასაყვარელ საქმეზე და დაიწყო საქმე, რომელიც შენია და რომლის კეთებაც მაქსიმალურ სიამოვნებას განიჭებს. მთავარი საფასური საყვარელ საქმეზე – სკოლაში და უმაღლესში შეძენილ შაბლონურ აზროვნებაზე უარის თქმაშია [რაც უფრო განვითარებულია შენი ინტელექტი, მით უფრო რთულია ამ შაბლონურ აზროვნებზე უარის თქმა, იმიტომ რომ შენ მასში ვერ ხედავ პრობლემას და სხვაგან ეძებ მას]. რაც უფრო წელავ – მით უფრო რთული იქნება ნაბიჯი განუსაზღვრელობაში. შენი მოლოდინები მასზედ, რომ თითქოს ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი უკეთესობისაკენ შეიცვლება – ტყუილია.

ძალაუფლების ფასი უფრო დიდია. იმისათვის, რომ ძალაუფლება შეიძინო, შენ უარი უნდა თქვა მთელ რიგ ტოქსიკურ რწმუნებულებებზე. უარი უნდა თქვა ყველაფრისთვის რაციონალური ახსნის მოძებნაზე. უნდა ისწავლო “არა”-ს თქმა და გაიგო საკუთარი თავის ფასი – თანაც ის საკმაოდ მაღალი უნდა იყოს. ძალაუფლების შეძენისთვის, შენ უნდა გააკეთო მკაფიო განაცხადი საკუთარი თავის შესახებ და თანაც ეს უნდა გააკეთო, მიუხედავად შენი გარემოცვის თანხმობისა ან უარყოფისა.

ზოგიერთი ფასი, საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. მაგალითად ქორწინება, პრაქტიკულად უფასოდ შეგეძლია მიიღო. სამაგიეროდ ბედნიერი ცხოვრება, საკმაოდ ძვირი ღირს: მასში 100%-იანი პასუხისმგებლობა უნდა გადაიხადო. ბედნიერი ცხოვრების მისაღებად, პირველ რიგში სიბრძნე უნდა შეიძინო, ხოლო სიბრძნის შესაძენად კი, პერსონალური განვითარება გჭირდება. იმისათვის რომ ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრო, შენ უნდა იცოდე, რომ ბედნიერება პროცესია და არა დანიშნულების პუნქტი! სწორედ ამიტომ, შენ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება და იმის დაფასება უნდა იცოდე, რაც გაგაჩნია. შენ ნება უნდა დართო საკუთარ თავს ბედნიერებაზე. უნდა გააცნობიერო საკუთარი ფასეულობა და მნიშვნელობა. უარი უნდა თქვა “მსხვერპლობის ბონუსებზე” და თანხმობა განაცხადო ნეგატიური გარემოცვის დაკარგვაზე.

რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, მაღაზიის ყველა ვიზიტორი არ არის მყისიერი შეძენისთვის მზად. უმეტესობა ფასების დანახვაზე წუწუნს იწყებს და იმედგაცრუებული მიდის სახლში. დანარჩენები დიდხანს დგანან დახლებთან და ფიქრობენ. ისინი ითვლიან მათ ხელთ არსებულ “ნაღდ ფულს” და ფიქრობენ, თუ სად იშოვონ დანარჩენი თანხა. ზოგი ჩივის მაღალი ფასების გამო, ითხოვს ფასდაკლებას ან აქციებით ინტერესდება.

მაგრამ, არიან ისეთებიც, რომლებიც იღებენ მთელს თავიანთ დანაზოგს და დაუფიქრებლად იხდიან სანუკვარ ოცნებაში. ამ ბედნიერ კლიენტებს შურის თვალით აკვირდებიან სხვა, უმოქმედო მომხმარებლები და ერთმანეთს ეფუჩ-ფუჩებიან:

– “მაღაზიის მეპატრონე ალბათ ამათი ნაცნობია და დაბალ ფასად აძლევს ოცნებას”.

– “რა თქმა უნდა, ასეა გენაცვალე, ამ ქვეყანაში ხომ ყველაფერი ჩაწყობით არის?!”

– “ეჰ, პატიოსანი ხალხისთვის არავინ არის”.

– “აბააა – შენ ეგა თქვი”.

მაღაზიის მეპატრონეს ხშირად ურჩევენ ფასების დაკლებას, რათა მყიდველთა რაოდენობა გაიზარდოს, მაგრამ ის ყოველთვის უარით ისტუმრებდა, ისტუმრებს და ალბათ მომავალშიც გაისტუმრებს იდეის ავტორებს, რამეთუ მან იცის, რომ ფასის დაკლებით, ოცნებების ხარისხიც დაიკლებს.

მაღაზიის მეპატრონეს ხშირად უსვამენ შემდეგი ხასიათის შეკითხვას:

– “ასეთი მაღალი ფასების გამო, გაკოტრების არ გეშინიათ?”

რაზეც ის ყოველთვის ღიმილით პასუხობს:

– “ნებისმიერ დროს იყვნენ, არიან და იქნებიან მამაცი ადამიანები, რომლებიც მზად არიან გარისკონ, უარი თქვან ჩვეულ პროგნოზირებად და განპირობებულ ცხოვრებაზე და ძირფესვიანად შეცვალონ საკუთარი ცხოვრება. ისინი მზად არიან ირწმუნონ საკუთარი ძალები, რათა სრული საფასური გადაიხადონ საკუთარი ოცნებების ასრულებაში”.

ასეთი “არანორმალური” არასოდეს ელოდება, რომ მის ოცნებებს მთავრობა აასრულებს. მას ურჩევნია მთავრობამ თავის ოცნებას მიხედოს, საკუთარი ოცნების საფასურს კი თავად გადაიხდის და თავად აისრულებს მას.

მაღაზიის კედელზე კი, უკვე მრავალი საუკუნეა, შემდეგი სიტყვები წერია: “თუ შენი ოცნებები არ სრულდება – ესეიგი შენ ჯერ არ გადაგიხდია მისი საფასური”.

წყარო: ინტელექტიკა

მსგავსი სტატიები

Leave a Comment