ხანდახან, როცა ღამით უყურებ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას, შეიძლება დაიკარგო
კოსმოსის უკიდეგანი სიღრმეში.
ჩვენ, შეიძლება ვაცნობიერებთ, თუ რამდენად შორს არიან დედამიწიდან ეს ვარსკვლავები,
მაგრამ მაინც, სიბნელეში მათი ციმციმი, გვეჩვენება მეგობრულ გზავნილებად, რომლებიც
ხშირად ზღაპრულ სიზმრებს გვჩუქნიან.
როგორი სიმშვიდის მომგვრელია იჯდე ღამით, შესცქეროდე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას
და ისრუტავდე მათ შორეულ ძალას, ენერგიას…
ამ თამაშისთვის ჩვენ დაგვჭირდება ფურცელი და ფანქარი.
1. დახატეთ სხვადასხვა ზომის სამი ვარსკვლავი.
2. შემდეგ, ერთ – ერთ ვარსკვლავს (მხოლოდ ერთს) მიახატეთ კუდი
გასაღები ტესტისთვის „ცაში დაწერილი“
სანამ კითხვას გააგრძელებთ, დარწმუნდით, რომ ტესტის ყველა პირობა შეასრულეთ
ვარსკვლავები, სიშორისა და მიუწვდემელობის გრძნობასთან აერთიანებენ ბრწყინვალე
ფორმას ძალისა, რომელიც აქცევს სურვილებს და ოცნებებს რეალობად,
ისინი განსაზღვრავენ ჩვენს აწმყოს და გვკარნახობენ მომავალს. თქვენი ნახატი ნათელს
ჰფენს თქვენს შრომით ცხოვრებას ზოგადად და თქვენი კარიერის ნამდვილ მდგომარეობას
ნაწილობრივ.
- თქვენს მიერ დახატული ყველაზე დიდი ვარსკვლავი წარმოადგენს სამუშაოს, რომელიც გაქვთ ახლა, მის შესაძლებლობებს და უსიამოვნო მხარეებს.
თუ ეს ვარსკვალი მხოლოდ ცოტათი უფრო დიდია სხვებზე, ეს ნიშნავს
დაუკმაყოფილებლობას თქვენი სამუშაოთი ან ინტერესის არ ქონას მის მიმართ,
გულგრილობას კარიერის მიმართ და სურვილს მოძებნოთ სხვა, უფრო უკეთესი, საინტერესო
საქმე.
იყავით მზად მოულოდნელი ზარისთვის მაღალკვალიფიციურ კადრებზე მონადირისგან.
მათ ასეთ საგნებზე ძლიერი ყნოსვა აქვთ.
მეორეს მხრივ, თუ ვარსკვლავი, რომელიც თქვენს სამუშაოსთან ასოცირდება, ბევრად უფრო
დიდია სხვებზე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ მთელი თავით და ღრმად ხართ ჩაფლული თქვენს
ახლანდელ საქმიანობაში და მთლიანად ახლანდელ გზას ხართ მიჯაჭვული.
იყავით ფრთხილად, არ მოხვდეთ „ტრუდოგოლიზმის“ მახეში.
- ყველა მსოფლიო კულტურაში, ყველა დროს, კომეტები აღიქმებოდა როგორც
უბედურებების და კატაკლიზმების მაცნე.
ვარსკვლავი, რომელსაც მიახატეთ კუდი, ასოცირდება უსიამოვნებებთან, რომლებიც მოჩანან
ჰორიზონტზე.
თუ თქვენ კუდი მიახატეთ ყველაზე პატარა ვარსკვლავს, მაშინ გაგიმართლათ, მაგრამ თუ
კომეტად აქციეთ ყველაზე დიდი ვარსკვლავი ამ სამიდან, მაშინ სწორედ ის დროა, რომ
ახალი რეზიუმე დაწეროთ. ეს ვარსკვლავები არასდროს არ ტყუიან.
კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები
თარგმნა: ხვიჩა მებონიამ