fbpx

ჭამეთ საზამთრო და იყავით ჯანმრთელი

ავტორი ნინო გონგაძე
37 ნახვა

საზამთრო ცნობილია, როგორც შარდმდენი ხილი. ის ორგანიზმს რეცხავს და ასუფთავებს, განტვირთავს ზედმეტი სითხისგან, ამაღლებს იმუნიტეტს და უზრუნველყოფს ორგანიზმს ადვილად ასათვისებელი შაქრით, რკინით, ფოლიუმის მჟავით, მაგნიუმით. საზამთრო ადამიანს იცავს სისხლნაკლებობისგან, სკლეროზისა და სიმსივნეების წარმოქმნისგან.

საზამთრო მიჩნეულია სამკურნალო დიეტის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტად. ასევე, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, გასუქების, შარდკენჭოვანი და შარდსადინარების სამკურნალო საშუალებად.

საზამთროს ჭამა აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ანტიბიოტიკებით მკურნალობა აქვთ დანიშნული. სეზონზე საზამთროს დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმს ამზადებს ცივი სეზონისთვის, წმენდს მას მავნე წიდებისგან, მარილებისა და სილისგან. ამასთან, აჩქარებს ორგანიზმიდან ზედმეტი ქოლესტერინის გამოდევნას.

თუ თირკმელებში კენჭები გაქვთ, საზამთროთი ორგანიზმის გაწმენდა მიზანშეწონილი არ არის. ამ დროს საჭიროა ვეგეტარიანული დიეტის დაცვა დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში.

არსებობს ორგანიზმის გაწმენდის მარტივი მეთოდი, კერძოდ, მთელი კვირის განმავლობაში მიირთვით საზამთრო და ჭვავის პურის ორცხობილა ან ფაფა. ამ დროს ტკივილი ან სპაზმი თუ შეგაწუხებთ, რასაც იწვევს ორგანიზმიდან პატარა ქვებისა და სილის გამოდევნა, 10 წუთით თბილ აბაზანაში ჩაწექით. უმჯობესია აბაზანა გაიკეთოთ 17_დან 18 საათამდე, ანუ როცა გააქტიურებულია თირკმელებისა და შარდის ბუშტის ბიორიტმი.

ორგანიზმი უნდა გაიწმინდოთ ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ გულისა და სისხლძარღვების დაავადებისას ორი თვის განმავლობაში უნდა ჭამოთ დღეში ნახევარი საზამთრო. დააკვირდით შარდის ფერს და თავად მიხვდებით რა დონეზე გაიწმინდა ორგანიზმი. პირველ ორ დღეში მასში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით თეთრი ნალექი, რომელიც თანდათან შემცირდება. ბოლოს შარდის ფერი გახდება ღია ყვითელი ან გამჭვირვალე.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ უმჯობესდება სახსრების მოძრაობაც, რადგან ჩაცხრება ანთებითი პროცესი. თქვენ იგრძნობთ სიმსუბუქეს და აგიმაღლდებათ შრომის უნარი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment