ერიდეთ მამაკაცს, თუ…
– ოდნავ მაინც არ გაგრძნობინათ, რომ მოენატრებით, არ გამოგიტყდათ, რომ ძალიან უნდა თქვენთან ერთად წამოსვლა, საკუთარ თავს ახალი მეგობარი უსურვეთ.
– სრულიად არ ეჭვიანობს თქვენზე.
– გადაწყვეტით ვერასდროს ვერაფერს გეუბნებათ.
– თუ თქვენს წინადადებაზე- ერთად გაატაროთ გამოსასვლელი დღეები, გპასუხობთ: “შეიძლება”, ანდა: “ვნახოთ, მოგვიანებით დაგირეკავ”- ყველანაირი საბაბი გაქვთ იფიქროთ, რომ ის უფრო მაცდურ წინადადებას ელის. თუ მას ნამდვილად უყვარხართ, სიხარულით, უყოყმანოდ მიიღებს თქვენს შეთავაზებას.
– ის ჩინებულად გრძნობს თავს… უთქვენოდ.
– თუკი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს უმეტესწილად თქვენს გარეშე სტუმრობს, არასდროს ახსენდებით, როცა მეგობრებთან ერთად რესტორანში მიდის, გონების ხმამ უნდა გიკარნახოთ, რომ თქვენ მისი ოცნების ქალი არ ხართ.
– ამბობს, რომ “სერიოზული კავშირებისთვის” მზად არ არის.
– თუკი ფიქრობთ, რომ თქვენნაირი ქალი ჯერ არ შეხვედრია და არ იცის, თუ რა არის ნამდვილი სიყვარული, თავს იტყუებთ! გახსოვდეთ: მამაკაცი ქალისგან განსხვავებით, ყოველთვის კმაყოფილია საკუთარი ცხოვრებით და ფრთხილობს, თუ მისგან ბევრს ითხოვენ.
– და კიდევ ერთი: ყური მიუგდეთ შინაგან ხმას – ხანდახან მაინც…