484
,,სიმამაცე ყოველგვარი შიშის მიუხედავად შეუცნობელის გამოწვევების მიღებაა. შიში არსებობს, მაგრამ თუკი თქვენ გამოწვევების მიღებას გააგრძელებთ, იგი ნელ-ნელა ქრება. ის სიხარული, რომელიც შეუცნობელს მოაქვს, მისი უდიდესი ექსტაზი ძალას გმატებთ. ინტეგრირებულს გხდით. თქვენი ინტელექტი ბასრი ხდება…
და პირველად იწყებთ შეგრძნებას, რომ ცხოვრება მოწყენილობა კი არა თავგადასავალია. ამ დროს შიში ქრება. შემდეგ ყოველთვის ეძებთ და მიილტვით თავგადასავლებისკენ.
სიმამაცე შეუცნობლის გამო უკვე ნაცნობის გაწირვაა. ნაცნობის დათმობა რაღაც უცნობი მიზნისთვის, რომელსაც არ იცით მიაღწევთ თუ არა. ეს აზარტულ თამაშს ნიშნავს, მაგრამ მხოლოდ მათ, ვინც რისკავს, იციან თუ რა არის ცხოვრება.”