fbpx

ფუფუნება და უბრალოება

ავტორი ნინო გონგაძე
992 ნახვა

სუფია ჯუნაიდი თვალსაჩინოების გზით ასწავლიდა; მოწაფეებს საკუთარი ცხოვრების მაგალითით მიუთითებდა იმაზე, რის წარმოჩენაც სურდა.

ერთხელ მას ჭეშმარიტების მაძიებელთა ჯგუფი ეწვია. მოსულებმა ნახეს, რომ ჯუნაიდი ენით აუწერელ სიმდიდრეში ცხოვრობდა.

გაეცალნენ მას და ახლა ყველაზე მკაცრი ცხოვრების წესის მიმდევარი ასკეტი ბერის სამყოფს მიაშურეს, რომელიც უბრალოებით გამოირჩეოდა. ბერს არაფერი ებადა, გარდა ერთი საგებლისა და წყლის დოქისა.

ერთ-ერთმა მაძიებელმა უთხრა:

– აქაური ცხოვრების წესი და სამყოფის უბრალოება ჩვენთვის ბევრად უფრო მისაღებია, ვიდრე ჯუნაიდის საჩვენებელი და მყვირალა ფუფუნება. როგორც ჩანს, იგი ჭეშმარიტების გზას ასცდენია.

ასკეტმა მძიმედ ამოიოხრა და ცრემლმორეულმა უპასუხა:

– ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ძალიან იოლად მოუტყუებიხართ გარეგნულ მხარეს, რომელიც ადამიანს ყოველი ფეხის ნაბიჯზე უქმნის დაბრკოლებებს. დაიმახსოვრეთ ეს სიტყვები და ნუ იქნებით წარუმატებელნი და ბედუკუღმართნი. დიდი ჯუნაიდი ფუფუნებაში იმიტომ ცხოვრობს, რომ ის არ ექვემდებარება სიმდიდრეს. მე კი უბრალოდ ვცხოვრობ და ეს უბრალოება არ მაწევს ტვირთად.

წყარო: “სიბრძნე მინიატურაში”

მსგავსი სტატიები

Leave a Comment