fbpx

გიხაროდეს, კიდევ ერთი დღე გაჩუქა განგებამ …

ავტორი ჟოლო
721 ნახვა

გიხაროდეს, კიდევ ერთი დღე გაჩუქა განგებამ.

ყველაფერი იწყება საკუთარი თავის სიყვარულითა და პატივისცემით.

თუ საკუთარ თავს პატივს სცემ და გიყვარს, არც აგრესიული ხარ, არც ტანჯული და არც ეჭვიანი.

უარყოფითი ფიქრების და უარყოფითი ემოციების მატარებელი ადამიანი ანგრევს თავის მომავალს, იზიანებს ფსიქიკას და ირყევს ჯანმრთელობას.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა განწყობა გაქვს და რა ფიქრებით იწყებ დილას.

უნდა შეძლო წარსული დარდის, ტკივილის დავიწყება და მოლოდინი გქონდეს ბედნიერების, ის აუცილებლად მოვა.

დარდიან, ტანჯულ, აგრესიულ ადამიანში ადგილი აღარ რჩება სიხარულისთვის და ბედნიერებისთვის.

შენი განწყობა განაპირობებს და გეგმავს შენს მომავალს, შენს სიხარულს, წარმატებას, დარდსაც და წუხილსაც.

სიყვარულით უნდა გქონდეს გული სავსე.
საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს ისე, რომ თავს უფლება არ მისცე, შემოუშვა გონებაში ადამიანების მიმართ აგრესია და სიძულვილი.

გიხაროდეს, კიდევ ერთი დღე გაჩუქა განგებამ.

შენი გონება მოცული უნდა იყოს სიცოცხლის სიყვარულით და მადლიერებით გრძნობით.
თუ ეს ასე არ არის, დიდი პრობლემაა შენში და შველა გჭირდება.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment