fbpx

იუპიტერისა და სატურნის შეერთება – ახალი ეტაპი, ახალი მოვლენები და ტენდენციები

ავტორი ჟოლო
797 ნახვა

იუპიტერი სატუნის ინგრესია მერწყულში ანუ ახალი ერა

(რეიმონდ მერიმანის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით)

💫ასტროლოგიით დაინტერესებულმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ სეპტენერის 7 პლანეტიდან, რომელიც ჩვენთვის, დედამიწელებისთვის თვალხილულია და შეუიარაღებელი თვალითაც შეგვიძლია დავინახოთ- იუპიტერი და სატურნი- ბოლო და სიდიდით ყველაზე დიდი პლანეტებია.

💫 ამასთან, მათ სოციალურ პლანეტებს ვუწოდებთ, რადგან სწორედ ისინი არიან პასუხისმგებელნი პიროვნების სოციალურ სტრუქტურასა თუ ადაპტაციაში, სოციუმის წყობასა და მუშაობაში.

🪐🌝 ამ წლის ბოლოს, 17 დეკემბერს ჯერ სატურნი, ხოლო 19 – ში იუპიტერი გადადის მერწყულის ნიშანში.

21-ში ისინი ერთ გრადუსზე ერთდებიან და ამით იწყებენ ახალ, სინოდიურ (ანუ პლანეტარულ-წყვილურ) 20 წლიან ციკლს.

☝ამასთან 21 დეკემბერს ზამთრის ბუნიაობაა, რის მერეც დღე, სინათლე იწყებს მატებას და ასტროლოგები სიმბოლურად უკავშირებენ ამ მნიშვნელოვან მოვლენებს ერთმანეთს. (და არამარტო მათ!) 😉

📕ასტროლოგიაში პლანეტების შეერთება, სიმბოლურად დაბადებასთან, ახალ სასიცოცხლო ციკლთან ასოცირდება.

ხომ ვამბობთ კიდეც ახალმთვარეობისას- ახალი თვე დაიბადაო? 🙂

🌝🪐 ამჯერად კი იუპიტერი სატურნის შეერთება მთელ 20 წლიან ციკლს მოგვცემს ახალი ეტაპის, ახალი მოვლენებისა და ტენდენციების.

🔖 მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი მომენტი:

საქმე იმაშია, რომ იუპიტერი და სატურნი, მზის გარეშემო ბრუნვისას, ერთმანეთთან შეერთებას აკეთებენ ყოველ 20 წელში ერთელ (+-).

მაგრამ, ამ პლანეტებს გააჩნიათ დიდი 200 წლიანი ციკლი, როდესაც შეერთებები, გარკვეული პერიოდულობით, ხდება ერთ სტიქიაში.

🔃 აქამდე ყველა მსგავსი შეერთება მიწის სტიქიაში ხდებოდა, გარდა 1980-2000 წლის სასწორის შეერთებისა, როგორც წინასწარი ნახტომი-მოსინჯვა ჰაერის სტიქიაში და რომელმაც საფუძველი დაუდო იმ მოვლენებს, რაც წინ მოგველის!

🏷 (ალბათ გახსოვთ კიდეც, რომ ტექნოლოგიური პროგრესი, რითიც ახლა მასობრივად ვსარგებლობთ- 90-იან წლებში დაიწყო!)

📜 20 წლის წინ, 2000 წლის მაისში, იუპიტერი და სატურნი კუროს ნიშანში (მიწის სტიქიაში) შეერთდნენ.

💰კურო მატერიალური, ასე ვთქვათ „ფულის ნიშანია“.

⏳ მანამდე, დაახლოებით 800 წლის განმავლობაში მიწის სტიქია იყო დომინანტური ამ სოციალური პლანეტებისთვის.

💰🪙 და შესაბამისად, განვითარება და სოციალური სტრუქტურები მიმართული იყოს მატერიალური დოვლათის დაგროვებისკენ.

❗მატერიალური მიღწევების ხანა იცვლება ინტელექტუალურ- სულიერი მიღწევებით.

❗თუ ადრე ოქრო ფასობდა, ახლა ორიგინალურ იდეებს, შემოქმედებითობას და ინოვაციებს ექნება ოქროს ფასი! 🪙

❗თუ ადრე ადამიანი ფასდებოდა მისი მატერიალური ქონებით და თანამდებობრივი მიღწევებით, ახლა ის შეფასდება ადამიანებთან ინტეგრაციის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი უნარებით! ☝

❗ნელ-ნელა უკან დაიხევს ნავთობის მოპოვების აქტუალურობა, დედამიწისგან წიაღისეულის „გამოცლის“ ჩვეული მეთოდები და „ოქროს კუროს“ დევნის ოცნება!

❗ფულს მოგვიტანს ის საქმე, რომელიც გვიყვარს! რომელსაც სიამოვნებით ვასრულებთ და რომელიც- „ჩვენია“!

☝ მაგრამ ეს ერთ დღეში არ მოხდება, რა თქმა უნდა! ⛔

🟥ამ გადასვლისას, ურანი შეერთებულია ლილიტთან და მოგვიანებით კვადრატსაც გააკეთებენ მერწყული-კუროს ნიშანში მოძრავი პლანეტები ერთმანეთთან,

🚸 ანუ სოციუმისთვის ძნელი იქნება იმ მატერიალური მიჯაჭვულობის დაძლევა, რომელსაც სატურნ-იუპიტერი გვკარნახობს.

☢ ამავე დროს იგრძნობა მატერიის რყევა და არასტაბილურობა, არაჯანსაღი მიჯაჭვულობა.

მატერია VS იდეა!

ძველი VS ახალი!

ძველი ღირებულებათა სისტემის გაცამტვერება!!

☣ ეს პროცესები კი უმტკივნეულოდ არ ჩაივლის!

❗ახლის დაბადება ყოველთვის ტკვილს უკავშირდება!

☯️ მოკლედ, წინ დიდი ცვლილებები გველის!

ასტროლოგები მსგავს გადასვლას „დიდ მუტაციას“ უწოდებენ.

⚠️ მთავრდება სოციალური პლანეტების მიწის სტიქიის 200 წლიანი პერიოდი და წინ გველის ჰაერის სტიქიაში მათი შეერთებების სერია.

📜 შედარებისთვის მინდა დავწერო:

⏳ ბოლოს იუპიტერი და სატურნი მერწყულში შეერთდნენ და შემდეგ ჰაერის სტიქიაში მოძრაობდნენ 1166 წლიდან 1425 წლებში!!

სიტყვა ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მოკლედ გეტყვით, რომ

ეს პერიოდი საქართველოში თამარის მეფობასა და ე.წ. „ოქროს ხანას“, აზიაში- სუფიზმის გაფურჩქვნას და გავრცელებას, ხოლო ევროპაში (ცოტა მოგვიანებით)- რენესანსის პერიოდს უკავშირდება! 🙂

მაგრამ არ დავივიწყოთ ამავე ეპოქაში მძვინვარე ინკვიზიცია და ჩინგიზ-ყაენის მიერ მსოფლიოს დაპყრობა! ☝

♒მაშ ასე:

სატურნი და იუპიტერი გადადიან მერწყულის ნიშანში.

მერწყული კი დუალისტური ნიშანია:

ერთის მხრივ ის მსუბუქია (♅), მეორეს მხირვ- ჯიუტი(♄), ერთის მხრივ- ზედაპირულია (ქარაფშუტა)(♅), მეორეს მხრივ-მყარი და დასაბუთებული(♄). ერთს მხრივ- გაფანტული და მეორეს მხრივ-საქმის კურსში მყოფი.

↗️ ‘მერწყულური’ განვითარებაც ხდება- უცნაურად, სწრაფად, თითქოს- ნახტომისებურად.

↩ მერწყულმა ხომ შესაძლებელია საკითხის შესწავლა ბოლოდანაც კი დაიწყოს დიდხანს შეიძლება იფიქროს, ტკეპნოს ერთ ადგილი (♄), მერე კი უცებ საკითხის გადაწყვეტის ორიგინალური გზა ან ახალი იდეა დაებადოს (♅).

🔄 ურთიერთობაში ადვილად შედის, რადგან ზოგადად უყვარს ადამიანები, თავისი მსგავსი არსებები.

💫მისთვის ხომ სამყარო ერთია და ის ყველასთვისაა.

💫 არ გამოყოფს ადამიანებს რასისა და ფერის, ან რელიგიური ნიშნით, რადგან ამ ნიშანში ნეპტუნია ეგზალტირებული.

❗ ახლა წარმოიდგინეთ, რომ ასეთივე ტენდენციები მთლიანად კაცობრიობისთვის გახდება დამახასიათებელი! 🙂

😀სასაცილოდ და უცნაურად ჩანს ხომ?

…. ჯერ სად ხართ?….😉

⚜ ამასთან მერწყულის მართველი- კუროს ნიშანში მოძრაობს და საკმაოდ ცუდ პოზიციაშია.😒

❗ ამიტომ განვითარება არ მოხდება ერთ დღეს და მშვიდ ვითარებაში. ❗ადგილი ექნება აღმავლობისა და მკვეთრი დაღმავლობის პერიოდებს. ❗მღელვარებისა და სიმშვიდის პერიოდები ერთმანეთს ელვისებური სისწრაფით ჩაენაცვლება.

❓🤔აქ ჩნდება კითხვა:

რა გავაკეთოთ ჩვენ, ჩვეულებრივმა ადამიანებმა? როგორ მოვიქცეთ?

☝პასუხი მარტივია:

💫რაც უფრო მეტად მომზადებულები შევხვდებით ამ პროცესებს,

💫რაც უფრო მეტად ვიქნებით იუპიტერულად შორსმჭვრეტელი, კეთილშობილი, გახსნილი ახალი ცოდნისათვის, ახალი სტრუქტურებისთვის,

💫თუ ვიქნებით მზად- ექსპანსიისა და სინთეზისთვის, ფართოდ და განზოგადებულად აზროვნებისთვის,

💫სოციალური ადაპტაციის და ადამიანების უპირობოდ მიღებისთვის, და

💫ამ ყველაფერს შევუფარდებთ სატურნიანულ- წესრიგსა და შრომისმოყვარეობას,

💫საღ აზრსა და კანონმორჩლებას- გაცილებით ადვილად ავუწყობთ ფეხს ახალ გამოწვევებს.

♻️ მოკლედ!!

რომ შევაჯამოთ ეს პარალელები, შეიძლება დასკვნის სახით ვთქვათ, რომ:

✅ეს პროცესი იწყება სატურნისა და ურანის კვადრატით, რომელიც დროსაც თანამდებობის პირები ტოვებენ თანამდებობებს ან რევოლუციური სცენარით განიდევნებიან.

✔ახალი ეპოქა აუცილებლად მოიყვანს ახალ ლიდერებს, სრულიად განსხვავებულებს მათი წინამორბედეთაგან.

✅ წინ წამოიწევს სამართლიანობისა და სოციალური თანასწორობის მცნებები!

შესაძლოა ზოგიერთ ქვეყანაში ასეთ სტრუქტურაზე დაფუძვნებული სოციალური წყობაც შემოიღონ.

❗ დასაწყისისთვის კი, შეზღუდვები- იქნება!

✅„თავისუფლების“ ცნება სულ სხვა ელფერს შეიძენს. შეიცვლება დამოკიდებულება ფსევდო თავისუფლებისადმი, ამასთან რადგან თვითონ ურანი ტრადიციულ კუროს ნიშანში მოძრაობს, შესაძლოა შეიცვალოს დამოკიდებულება სექსუალური ორიენტაციებისა და მათი მოქმედება და გამოხატვის ფორმები საზღვრებში მოექცეს. არ განიდევნოს (რადგან მერწყული უნისექსის ნიშანია!), მაგრამ მაინც გარკვეულ საზღვრებში ჩაჯდეს!

✅მამაკაცური და ქალური ენერგიების თანაბარი გადანაწილება/თანამშრომლობა.

✅ ჩარჩოებში მოექცევა ინტერნეტ სივრცე, შესაძლოა გაჩნეს ახალი რეგულაციები პრესისა და ტელევიზიისთვის, გამკაცრდება კონტროლი ინფორმაციის სანდოობაზე და იქნება შემოღებული გარკვეული ცენზი.

✅საერთოდ გადაიხედება ისეთი ცნება, როგორიცაა „პროფესიონალიზმი“.

✅ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მხცოვან ადამიანებსა და მათ აზრს.

✅ ღირებულებათა სისტემის ცვლა, მთელი დედამიწის მასშტაბით.

✅ ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის საშუალებების ახალი სისტემები.

✅ ადამიანების ინტელექტუალური, შემოქმედებითი და მხატვრული უნარების დაფასება.

✅ რევოლუციური ცვლილებები საგანმანათლებლო სისტემაში! ზუსტად არ ვიცი- რა და როგორ მოხდება, მაგრამ ყველაფერი რომ შეიცვლება- დარწმუნებული ვარ!! ვნახოთ! ეს მალე მოხდება! 😉

✅ცვლილებები სამედიცინო სფეროში, არატრადიციული და ჰომეოპათიური მიდგომების მასობრივი დანერგვა (მხოლოდ- გარკვეული პერიოდულობით!)

✅ცვლილებები სამართალში.(სასამართლო სისტემაში).

✅კანონმდებლობაში უფრო მორალურ-ეთიკური ნორმების გათვალისწინება.

✅შესაძლოა სასამართლო სისტემის ავტონომიურობა მოხდეს და რიგი გადაწყვეტილებების გამოტანის კომპიუტერიზაცია.

✅ზოგადად შეიცვლება ჩვენი წარმოდგენა მატერიაზე და სიმყარეზე. ✅შეიცვლება ასევე ჩვეული ფორმები და ტრადიციები(მათ შორის რელიგიური),

✅უპირატესობა მიენიჭება თანამოაზრეთა ჯგუფურ მუშაობას, თანასწორობის იდეასა და პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხს…

❗კიდევ ერთხელ ვიმეორებ:

ეს არაა პროგნოზი ერთ დღეზე, ერთ თვეზე და არც ერთ წელზე!!

ეს ყველაფერი ეტაპობრივად შემოვა ჩვენს ცხოვრებაში!

მაგრამ შესაძლოა პერიოდულად, ცვლილებებმა ელვისებური და შოკური სახეც მიიღოს!

ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად!❗

♻️მოკლედ! შიშისა და დაბალ ვიბრაციული ემოციების დრო- აღარ არის!!! მორჩა!

💫 ყველაფერი კარგად იქნება მათთვის — ვისაც უნდა რომ ყველაფერი მართლაც კარგად იყოს,

💫ვინც ყველა პრობლემაში ხედავს დადებით შესაძლებლობებს,

💫არ გაურბის პასუხისმგებლობას და

💫გააჩნია დამოუკიდებლად მოქმედების, და

💫უმაღლესი კოსმიური კანონების გაგების უნარი.

❤სამყარო გადადის ახალ სიხშირეებზე, ახალ ენერგეტიკაზე და დაბალი ვიბრაციების მქონენი- უბრალოდ ვერ გაუძლებენ მას!❤

….და ბოლოს:

ყველაფერი იქნება იმაზე კარგად, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია!🙂🙏❤

სიყვარულით დაჯი მამულაშვილი ❤

წყარო: ასტრო-ფსიქოლოგია

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment