fbpx

კარგად დააკვირდი, შეისწავლე და გაიაზრე – განგება გასწავლის როგორი არ უნდა იყო

ავტორი ჟოლო
2.8K ნახვა

ჩაგვრა, დამცირება, დაცინვა, ცილისწამება,უსამართლობა, უარყოფა, სიღარიბე, წარუმატებლობა და ღალატი.

ეს ყველაფერი ძალიან დიდ გამოცდილებას აძლევს ადამიანს. ვინც ამას ყველაფერს გაუძლო, გადაიტანა, ის ძლიერია და ჭკვიანი. მან მიიღო გაკვეთილი, გამოცდილება, გაიცნო ამ სისაძაგლის ავტორები და ისწავლა, თუ როგორი არ უნდა იყოს.

არ დაივიწყო აგრესიული ადამიანის ქმედებები, არ დაივიწყო მისი არაადამიანური მოპყრობა, კარგად დააკვირდი, შეისწავლე და გაიაზრე. შენ განგება გასწავლის და გაჩვენებს როგორი არ უნდა იყო.

თუ შენ ასეთ გზას გაივლი, გამოხვალ ასეთი ადამიანების ჭაობიდან და იგივეს გააკეთებ, რასაც ის ნაძირალა ადამიანები აკეთებენ, მაშინ დაღუპული ხარ და ეტაპობრივად დაიწყებ დაღმასვლას უფსკრულისკენ.

გულში არ ჩაიდო ბოღმა, მაგრამ არასოდეს არ დაივიწყო. ეს გამოცდილებაა. თუ სწორად წარმართავ აზროვნებას, ეს სულის გამობრძნედვაა. აპატიე, ნუ დაიმძიმებ სულს.

ნუ შეებრძოლები ბოროტს, დაგაზარალებს.
ყველაზე კარგი მეთოდი მათთან ბრძოლისა, იგნორია, რომელიც ამარცხებს მათ.

,,ხარის ტყავი აქვს” ,,ცხვრის ტყავში გახვეული მგელი” ,,შუბლის ძარღვი აქვს გაწყვეტილი” ფარისეველია, აგრესიული და შურიანი.

არ დაემსგავსო მათ, ნუ იმოქმედებ მათი მეთოდებით თორემ, შენზეც იტყვიან ზურგსუკან საშინელებებს, ზოგი შეგაგინებს, ზოგი დაგწყევლის.

არ თქვა, რომ უნებლიეთ დააშავე, არ თქვა უნებლიეთ გამოგივიდა ბოროტება, თორემ უნებლიეთ გაუბედურდებით და არ შეგრჩებათ სხვისი ტკივილი.

გისურვებთ გამძლეობას და გონიერებას.

გიორგი ჯაჯანიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment