fbpx

ძირითადი ენერგეტიკული კანონები

ავტორი ჟოლო
1.3K ნახვა

ენერგია ყველაფრის საფუძველია. ენერგიის კანონების ცოდნა გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ჩვენი საკუთარი ძალა და პოტენციალი.

გადაიკითხეთ და დაფიქრდით…

1.  სიცოცხლე არის ენერგიის მოძრაობა. იმისთვის, რომ თქვენი ენერგეტიკა საჭირო დონეზე იყოს, არ უნდა დაუშვათ თქვენს ორგანიზმში რაიმეს შეფერხება, დაგუბება, უმოძრაობა, როგორც ფიზიკურ ისე მენტალურ დონეზე.

მეტი იმოძრავეთ, შეისწავლეთ სიახლეები, მუდმივად განვითარდით, დაისახეთ მიზნები და მიაღწიეთ…

2.  გაფილტრეთ შემომავალი ინფორმაცია. მოიშორეთ ან შეამცირეთ ისეთი წყაროები, რომლებიც მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას გაწვდიან. ამა თუ იმ ინფორმაციას შეუძლია აგიმაღლოთ განწყობა, ანუ გაზარდოს თქვენი ენერგეტიკა, ან გაგიფუჭოთ განწყობა და გამოგაცალოთ ძალები.  ამიტომაც – მეტი პოზიტივი!

3.  ენერგია ადამიანს სხადასხვა წყაროებიდან მიეწოდება, ესენია : საკვები, ჰაერი, წყალი, შეგრძნების ორგანოები და სხვა. თუკი რომელიმე ამ წყაროებიდან ცუდად ფუნქციონირებს, ე.ი ენერგიაც ადამიანს ცუდად მიეწოდება, ან შესაძლოა საერთოდ არც მიეწოდებოდეს. ადამიანის ენერგიის დონე ეცემა, მისი განწყობაც ცუდისკენ იცვლება და ის ვეღარაფერს აკეთებს.

4. ენერგიის თავისუფლად მიღებისთვის ადამიანი უნდა იყოს ბალანსირებულ და ჰარმონიულ მდგომარეობაში საკუთარ გონებას, სხეულს, ემოციებსა და გარე სამყაროს შორის

5. ენერგეტიკული დონის ამაღლებისთვის მიაქციეთ ყურადღება კავშირს მომხდარ მოვლენებსა და თქვენს მდგომარეობას შორის. დააკვირდით საკუთარი ორგანიზმის რეაქციებს, მოიშორეთ ისეთი ამბები, რომლებიც ნეგატიურად ზემოქმედებენ თქვენს კომფროტსა და სულიერ მდგომარეობაზე.

6.  ის, თუ რაზე ხართ ფიქრებითა და ყურადღებით კონცენტრირებული დიდ გავლენას ახდენს თქვენს ენერგეტიკაზე. თუ დროის დიდ ნაწილს განცდებსა და ნერვიულობაში ატარებთ, რაღაცის გეშინიათ-მაშინ თქვენი ენერგია დაბალ დონეზე იქნება, რაც უფრო დიდ ყურადრებას დაუთმობთ ამას, მით მეტ ენერგიას დაკარგავთ. ნეგატიური ფიქრები ენერგიას გვაცლის, პოზიტიური კი პირიქით, გვმუხტავს და გვავსებს.

ყურადღება დაუთმეთ იმას, თუ რისი მიღწევა გსურთ და როგორ აპირებთ ამას. ფუჭი განცდები არაფრის მომცემია.

7.  რაც უფრო კარგადაა დარეგულირებული თქვენი კუჭ-ნაწლავის მოქმედება, მით უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავთ ამ პროცესზე, ბევრად ნაკლები შლაკი და ტოქსინი გროვდება თქვენს ორგანიზმში, ბევრად მეტ სასარგებლო ნივთიერებას ითვისებთ.

თვალყური ადევნეთ საჭმლის ხარისხს .

ზოგიერთი პროდუქტი მარტივად გადასამუშავებელია, ზოგი კი დიდ ენერგიის ხარჯს მოითხოვს, ანუ მათი გადამუშავება გვღლის და აქტიურობაც ეცემა.

დააკვირდით თქვენს მდგომარეობას საკვების მიღების შემდეგ. თუკი გეძინებათ ან ძალაგამოცლილად გრძნობთ თავს, ე.ი საჭიროა რაღაც შეცვალოთ თქვენს რაციონში.

8.  სტრესები და სხვა ნეგატიური რეაქციები დამთრგუნველად მოქმედებს თქვენს ენერგეტიკასა და საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. მათ მოსახსნელად საჭიროა რელაქსაცია და დასვენება, განწყობის ამაღლება.

9.  არსებობს სპეციალური ბუნებრივი რიტმები. მათ ფონზე საქმით დაკავება ამაღლებს ენერგეტიკას და ეფექტურობას, ხოლო ამ რიტმის დარღვევა იწვევს გადაღლას და ეფექტურობის დაწევას.

10.  თქვენი ენერგეტიკის ეფექტური ფუნქციონირებისთვის საჭიროა როგორც ფიზიკური, ისე ფსქიკური დასვენება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუნდაც 1 დღე კვირის განმავლობაში უნდა მიუძღვნათ დასვენებასა და რელაქსაციას. 6 თვეში ერთხელ კი აუცილებელია 3 დღიანი მინი შვებულებები მოიწყოთ.

 ინგა  ბლესსის  ფსიქოლოგიური  ცენტრი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment