fbpx

KGB is watching you შეიცვალა FB is watching you – თი

ავტორი ჟოლო
10 ნახვა

„ამ სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ, ვითომ უწყინარი სტატუსებითა და ფოტოების გაზიარებით თქვენი ყველანაირი აქტივობა ინახება!“ – წერს ერთ-ერთი ფბ.მომხმარებელი. „KGB is watching you შეიცვალა FB is watching you – თი“ – ასე პასუხობენ სოც. ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს.

სტატუსი სოციალურ ქსელში

„მიუხედავად იმისა, რომ არაფერი მაქვს დასამალი, მაინც უსიამოვნო შეგრძნებაა. “ვიღაც დასეირნობს ჩემს ვოლზე “, ხშირად წამიკითხავს აქ. ან კიდევ: “ანგარიში გამიტეხეს”. დამაინტერესა, თუ რა ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი მათ, ვინც ჩვენს პროფილში მოძვრება.
ეს ძალიან ადვილია, შედით პარამეტრებში, დაბლა წერია “ასლის ჩამოტვირთვა”, იქ დააწკაპეთ, მოგთხოვთ პაროლს და ემაილზე გამოგიგზავნით ზიპ ფაილის ფორმით მთლიანად თქვენს აქტივობას ფეისბუქზე.
ფოტოებზე, ვიდეოებზე და სტატუსების მთლიან ასლებზე არ ვლაპარაკობ, რადგან ეს ბუნებრივია. როდის და სად ვიმყოფებოდი, ესეც ნებით გაზიარებული ინფორმაციაა.

მაგრამ მე პირადად გავოცდი, რომ გრაფაში “საკონტაქტო ინფორმაცია” მთელი ჩემი სატელეფონო კონტაქტები და ტელეფონით განხორციელებული ზარების სია აღმოვაჩინე, ზუსტი დროებით, მე დავრეკე თუ სმს გავაგზავნე, სად ვიმყოფებოდი ამ დროს. არ მახსოვს ჩემი ტელეფონის ნომერი ჩემით მივართვი ფეისბუქის ადმინისტრაციას თუ თვითონ აღმოაჩინა, მაგრამ ფაქტია რომ მთელი ჩემი ფეისბუქის გარეთა აქტივობაც აქვთ დაარქივებული.
ჩამოტვირთეთ თქვენი ფეისბუქში მოღვაწეობის ასლი, დაათვალიერეთ ეს ფაილები და იცოდეთ, რომ ვერსად დაიმალებით 🙂.
დღეს შეიძლება არ წამოადგენთ მავანთა ინტერესს, მაგრამ ხომ შეიძლება ოდესმე ვინმე ამა ქვეყნის ძლიერთა ინტერესები გადაკვეთოთ, ჰოდა, იცოდეთ, რომ
ამ სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ, ვითომ უწყინარი სტატუსებითა და ფოტოების გაზიარებით თქვენი ყველანაირი აქტივობა ინახება!
მე პირადად ჩემი ანგარიშის დეაქტივაციას ვაპირებ. ვისაც ჩემი მოძებნა უნდა, ისედაც მომძებნის“.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment