57
31 მაისს სტუმრებს ლევან ლაღიძის საავტორო გალერეა მასპინძლობს. „Lagidze Gallery“, რომელიც ირაკლი აბაშიძის 85–ში მდებარეობს დამთვალიერებელს ახალი ნამუშევრების გამოფენას სთავაზობს, სახელწოდებით „ზღვარი“. ამ ექსპოზიციაში, სხვა ახალ ტილოებთან ერთად მოხდება ახალი სურათის „ზღვარზე“ (სივრცის შესაძლებლობა) პრეზენტაცია. ეს სურათი, რომელიც 8 ნაწილისაგან შედგება, მხატვრის ბოლო ორი წლის მხატვრული ძიებების შეჯამებას წარმოადგენს.
ეს გალერეა 2011 წლის თებერვალში გაიხსნა და მას შემდეგ იქ პერმანენტულად არის გამოფენილი ლევან ლაღიძის ფერწერული ტილოები. ექსპოზიცია დროდადრო იცვლება და ახალი ნამუშევრებით ივსება.
მე ახლა მხოლოდ სივრცეს ვხედავ…
და ვეძებ საზღვარს…
ამიტომ ვხატავ.
ლევან ლაღიძე