
ფრენსის პრიმერსკი: „მეგობარმა სოფელში მიმიწვია, ბებია ჭაჭის გამოხდას აპირებს და შენც უნდა ჩაგრთო ამ ამბავშიო… ჩავედით… ჭიშკართან, მოხუცი შემოგვეგება კეთილი თვალებით და თბილი ღიმილით… ჭაჭა ერთად გამოვხადეთ“, – ჰყვება ჩემი ფრანგი რესპონდენტი და თან ფოტოებს მათვალიერებინებს… ეს იმერეთია, უფრო ზუსტად იმერული სოფელია სამეგრელოში, – სამიქაო ჰქვია… აქ ასეთს 4 სოფელს ნახავთ. ეს მოხუცი კი ქალბატონი ეთერია, 86 წლის, ჭაჭის გამოხდის თავისებური საიდუმლოთი“.
ეთერი მიქაძე სოფ. სამიქაოდან
2014 წელი
„საოცარი ჭაჭა გამოხადა ეთერი ბებომ. საერთოდ საოცარი ხალხი ხართ ქართველები… როცა პირველად ქართული სიმღერა მოვისმინე სუნთქვა შემეკრა, თქვენმა ფოლკლორმა დამატყვევა“, – ამბობს ფრანგი ფოტოგრაფი ფრენსის პრიმერსკი…
ქართულ სიმღერას ქართული ცეკვით აღფრთოვანება მოჰყვა, მერე ქართული ღვინოც დააჭაშნიკა და ქართული ქეიფიც შეიშნო… ჰოდა, პირველივე შთაბეჭდილებებით თავბრუდახვეული უცხოელი სამუდამოდ საქართველოს ტყვედ იქცა. როგორც თავად ამბობს ქართული მიწა საკუთარივით შეიყვარა, ხალხი დაიძმობილა და ამ მოხატული ქვეყნის ულამაზესი ბუნება ვიდეო და ფოტო კადრებად აქცია. ბოლოს თბილისში დასახლდა კიდეც. ასე იქცა საქართველო, ფრანგი ფოტოგრაფის მეორე სამშობლოდ.
დღეს საქართველოს ყველა კუთხე იცის… განსაკუთრებით სვანეთი და სვანები უყვარს. თუმცა ამჯერად თავისივე ფოტოებით იმერელ ბებოზე გვიყვება ჭაჭის გამოდის ამბავს . იხილეთ ფოტოგალერეა