მეცნიერებმა არაერთხელ დაადასტურეს, რომ მოწევა მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. სიგარეტის დამამზადებელი კომპანიები ამის გამო კოლოფებზე წარწერებსაც აკეთებენ, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა მასზე უარს ვერ ამბობს, ამის ძირითადი მიზეზი ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობაა.
საინტერესოა რა ემართება ორგანიზმს მას შემდეგ, რაც ადამიანი მოწევას ანებებს თავს:
20 წუთის შემდეგ – გულის მუშაობა ნორმაში დგება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება.
12 საათის შემდეგ – სისხლში ნახშირორჟანგის შემცველობა იკლებს და ჟანგბადისა კი იზრდება.
2 კვირიდან 3 თვემდე – მცირდება გულის შეტევის რისკი. თამბაქოზე დამოკიდებულების კვალი ქრება. უმჯობესდება სისხლის ცირკულაცია პერიფერიულ ვენებში.
1-დან 9 თვემდე – მცირდება ხველა და სუნთქვის უკმარისობა.
1 წლის შემდეგ – კანს უბრუნდება ბუნებრივი ფერი და ელასტიურობა. გულის დაავადების რისკი იკლებს 50%-ით.
5 წლის შემდეგ – იკლებს ინსულტის რისკი. იმუნური სისტემა ფუნქციონირებს გაცილებით უკეთ.
10 წლის შემდეგ – სიმსივნის განვითარების შანსი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მწეველებში.
15 წლის შემდეგ – გულის იშემიური დაავადებების რისკი მცირდება.