ყველა ბედნიერი, წარმატებული ადამიანი, გამუდმებით კვებავს საკუთარ გონებას სუფთა, მძლავრი პოზიტიური აზრებით. მათ ცხოვრებაში ეს პროცედურები ისეთივე აუცილებელი და რეგულარულია, როგორც საკვების მიღება ფიზიკური რაციონისთვის.
თუ გვინდა რომ ჩვენი ცხოვრებაც იყოს ბედნიერების, სიხარულის და სიყვარულის ზეიმი, საჭიროა მივბაძოთ მათ და გამოვიმუშავოთ სწორედ ასეთივე ჩვევა.
მაგრამ, ამ პროცესში, არსებობს ერთი მომენტი, რომლის გათვალისწინების გარეშეც, ბედნიერების ეს ფორმულა არ მუშაობს.
საქმე იმაშია, რომ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვსწავლობთ, ვსწავლობთ ცნობიერ დონეზე. მაგრამ ჭეშმარიტად კარგად ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რასაც ქვეცნობიერ დონეზე ვაკეთებთ. ავიღოთ ავტომანქანის მართვა:
როცა მანქანის ტარებას ვსწავლობთ , ყველაფერს ვაკეთებთ ცნობიერ დონეზე, ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირებით. ჯერ საერთოდ არ გამოგვდის, ხოლო როცა გამოგვივა, მაშინაც კი დიდი დრო გავა სანამ ეს ჩვევა ქვეცნობიერ დონეზე გაჯდება ჩვენში. მაგრამ როგორც კი ტარების ჩვევა გადავა ქვეცნობიერში, ჩვენ უკვე ავტომატურად შეგვიძლია ვმართოთ ავტომაქანა ისე, რომ არც კი ვიფიქროთ დეტალებზე.
ამიტომ, არ არის სააკმარისი ვკვებოთ ჩვენი ტვინი პოზიტიური ნათელი, სასარგებლო მასალით შიგა და შიგ, საჭიროა რეგულარული და მინზამიმართული ზემოქმედება.
დიახ, ეს მოითხოვს თავიდან ძალიან დიდ შრომას და ნებისყოფას, მაგრამ, სამაგიეროდ, როგორც კი ეს ჩვევა გადავა ქვეცნობიერში, ჩვენი რეაქციები ძალიან ნეგატიურ მოვლენებზეც კი, იქნება ინსტიქტურად პოზიტიური და თანდათანობით, ჩვენ მოვიზიდავთ სულ უფრო მეტ პოზიტიურ მოვლენას და ადამიანს ჩვენს ცხოვრებაში.
მართალია, ჩვენ ვერ გავნდევნით ჩვენი ცხოვრებიდან 100%-ით ნეგატივს, არაეფექტურ, უსარგებლო ინფორმაციას, მაგრამ, როცა ჩვენი ტვინი მუდმივად იკვებება სასარგებლო, ნათელი, სულიერი და ინტელექტუალური საკვებით, მასში შიგადაშიგ მოხვედრილი „ნაგავი“ ადვილი მოსაშორებელი იქნება.
წარმოიდგინეთ სახლი, რომელიც სულ დაუგველია და უწესრიგობაა, ადამიანი ეჩვევა კიდეც ასეთ ყოფას და ვერც კი იგრძნობს როგორ იქცევა ნელ-ნელა სანაგვედ.
ახლა წარმოიდგინეთ სახლი, რომელიც სულ გაკრიალებულია, იქ რომ შემთხევით მოხვდეს კიდევაც რაიმე ნაგავი, ჭუჭყი და ასე შემდეგ, მისი მოშორება გაცილებით ადვილია და მარტივი.
ამიტომ, თუ გსურთ, იყოთ მუდმივად წარმატების, ბედნიერების ტალღაზე, კვებეთ თქვენი გონება ნათელი, სუფთა, პოზიტიური აზრებით და რაც მთავარია, გააკეთეთ ეს მიზანმიმართულად და რეგულარულად.
ტექნიკა: „პოზიტივის სკივრი“
ადამიანიანთა აბსოლუტური უმრაველოსობის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ის უფრო მეტად ამჩნევს და იმახსოვრებს ნეგატივს. „პოზიტივის სკივრი“ არის ტექნიკა, რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიმუშაოთ უნარი ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებში უფრო მეტად დავინახოთ და დავიმახსოვროთ პოზიტიური ამბები, მოვლენები და ადამიანები.
დღეიდან, ყოველ დღე, დღის განმავლობაში შეეცადეთ დააფიქსიროთ და დაიმახსოვროთ (თუ შესაძლებლობა გექნებათ იქვე ჩაინიშნოთ, მაგალითად დიქტოფონით ან ფოტო ვიდეო გადაღებით) მინიმუ 5 პოზიტიური ფაქტი: სიტუაცია, მოვლენა, ისტორია, ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, ბუნება და ა.შ.
საღამოს კი ეს ფაქტები შეიტანეთ სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ჟურნალში, რომელსაც გარედან დააწერთ „პოზიტივის სკივრი“. თუ ფაქტი ვიდეო-ფოტო ფორმატში გაქვთ დაფიქსირებული, ჟურნალში შეიტანეთ მისი აღწერა.
ამ სავარჯიშოს რეგულარულად შესრულების შემთხვევაში, ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში პოზიტივის დანახვის ჩვევა, თანდადათანობით, გადავა ქვეცნობიერში და ტვინი უკვე ავტოპილოტზე დაიწყებს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე პოზიტიური რეაქციების გამომუშავებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ჩვენს ცხოვრებაში, კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ადამიანების და მოვლენების მოზიდვას.
გახსენით თქვენი “პოზიტივის სკივრი”, გაავრცელეთ სიყვარული ენერგია!