fbpx

როგორ მივეჩვიოთ დილით ადრე ადგომას?..

ავტორი ჟოლო
1.1K ნახვა

დამღლელი სამუშაო კვირის შემდეგ მოდის ნანატრი პარასკევი და თქვენ მთელ ღამეს კომპიუტერთან, ტელევიზორთან ან ტელეფონთან ატარებთ. იცით, რომ შაბათს დილით წასასვლელი არსად ხართ და ერთი საათით მეტხანს ძილი პრობლემას არ წარმოადგენს. არ აყენებთ მაღვიძარას, ან აყენებთ იმისთვის, რათა უკეთ შეიგრძნოთ ის წუთები, როცა შეგიძლიათ გაეხვიოთ საბანში და კიდევ ერთ საათს სინდისის ქენჯნის გარეშე დაიძინოთ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ სულაც არაა სასარგებლო თქვენი სხეულისთვის.

კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც დილით ადრე დგებიან უფრო ბედნიერები და ჯანმრთელები არიან. გაინტერესებთ როგორ მიეჩვიოთ ღამეების ტეხვას და გაიღვიძოთ ყოველ დილით ადრე? წაიკითხეთ რჩევები:

ნელ-ნელა გადაწიეთ დრო – თუ თქვენ მიჩვეული ხართ ღამის თენებას და შესაბამისად დილით ადრე ადგომაც გიჭირთ არ ღირს ერთბაშად შეიცვალოთ რეჟიმი. დაიწყეთ ყველაფერი 15 წუთიანი შუალედებით. მაგალითად, თუ აპირებთ დაიძინოთ 12 საათზე, გააკეთეთ ეს 15 წუთით ადრე, მომდევნო დღეს კიდევ 15 წუთით და საბოლოო ჯამში მიხვალთ 10 საათამდე.

გამოკვებეთ თქვენი სხეული დღის შუქით – დილით გამოფხიზლება გიჭირთ? ეს ბუნებრივია. გადაწიეთ ფარდები და შეხედეთ დღის შუქს, ეს საუკეთესო გზაა გამოფხიზლებისა და ენერგიის აკრეფისთვის.

მოიქეცით პირიქით ღამით – შუქი ძილს აფერხებს, რადგან ახშობს მელატონინის გამოყოფას. ეს ჰორმონი საჭიროა ძილისთვის. დაძინებამდე 2-3 საათის განმავლობაში ეცადეთ თავი აარიდოთ ძლიერ შუქს. გარდა ამისა, ტელეფონი, კომპიუტერი და მსგავსი ტექნიკა ძილს სერიოზულად აფერხებს, ამიტომ მოერიდეთ მათ. თუ ამას ვერ ახერხებთ გადმოწერეთ სპეციალური პროგრამები, რომლებიც ლურჯ შუქს ახშობს. სწორედ ეს ლურჯი შუქი უშლის ყველაზე მეტად ხელს მელატონინის გამოყოფას. კომპიუტერებისთვის მსგავსი პროგრამაა f.lux

სწორად შეარჩიეთ დრო ყავისთვის – ბევრი ადამიანი ყავას გაღვიძებისთანავე სვამს რათა გამოფხიზლებაში დაეხმაროს, თუმცა ექსპერტების აზრით ეს მიდგომა არასწორია. დროთა განმავლობაში ორგანიზმი კოფეინს ეჩვევა და ის ვეღარ დაგეხმარებათ. ამიტომ სჯობს ზემოთ ჩამოთვლილი გზებით სცადოთ გამოფხიზლება და ყავა დაახლოებით 10:30 სთ-ზე მიირთვათ.

გამოიმუშავეთ რეჟიმი – თუ თქვენ სამუშაო დღეებში ადრე ადგომა გიწევთ ასე მოიქეცით კვირის ბოლოსაც, არ დაარღვიოთ რეჟიმი და ეს აუცილებლად გადაგივათ რუტინაში. ადექით ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს, არ აქვს მნიშვნელობა ხართ სადმე წასასვლელი თუ არა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment