თუ დავფიქრდებით, რა გააკეთეს ჩვენთვის მშობლებმა, თავზარდაცემულნი დავრჩებით ჩვენი ვალის განუსაზღვრელობით.
***
ჭრილობებს ღვინით ბანენ და ზეთით მკურნალობენ. ასევეა აღზრდის დროსაც: შემწყნარებლობა სიმკაცრესთან უნდა იყოს შეერთებული.
წმინდა ამბროსი მედიოლანელი
***
გაიხსენე, რამდენი რამ გადაიტანეს მშობლებმა შენს გამო, ვიდრე გაიზრდებოდი – როგორ ფრთხილად გატარებდა დედა მკერდქვეშ, როგორი მტანჯველი ტკივილით გშობა, როგორ გაბანავებდა, ძუძუს გაწოვებდა, გაცმევდა, ღამეებს თეთრად გითევდა, რა დაუღალავად შრომობდა მამაშენი შენს სარჩენად! გიხაროდეს, თუ მოგეცა შესაძლებლობა, სანაცვლო მიაგო მშობლებს იმისთვის, რაც შენთვის გააკეთეს.
***
მშობლების მორჩილება არა მხოლოდ მოვალეობაა, არამედ სასარგებლოცაა. მათი მეშვეობით გვებოძა სიცოცხლე და მათი მორჩილებით შეგვიძლია მისი გახანგრძლივება, რადგან მშობლების მორჩილება აღთქმის პირველი მცნებაა (ეფ. 6,2).
***
შვილებო, გაუფრთხილდით მშობლების კურთხევას ათასგზის უფრო მეტად, ვიდრე სხვა მემკვიდრეობას.
***
როგორც შენ ექცევი მშობლებს, ისევე მოგექცევიან შვილები.
***
ღმერთი მშობლების უმადურ შვილებს ხშირად საკუთარი შვილების უმადურობით სჯის.
***
ისე მოექეცით მშობლებს, როგორც ისურვებდით, რომ თქვენი შვილები მოგექცნენ.
***
ბავშვის ზნეობრივი მდგომარეობა თითქმის მთელი მისი ცხოვრების მანძილზე უმეტესწილად დამოკიდებულია დედის ზნეობრივ გავლენაზე. “მოგვეცით საუკეთესო დედები, – ითქვა ერთხელ, – და საუკეთესო შვილები გვეყოლება”.
***
საქციელითა და ცხოვრებით სწავლება ყველაზე უკეთესია.
წმინდა იოანე ოქროპირი
***
თუ შენი შვილები ცუდად ცხოვრობენ, ამან არანაკლები მწუხარება უნდა მოგიტანოს, ვიდრე მათი სიკვდილი მოგიტანდა.
***
ღვთივსათნო შვილები საუკეთესო ნუგეშია კეთილმორწმუნე მშობლებისათვის, საუკეთესო სამკაულია ცოცხალი მშობლებისთვის და საუკეთესო ძეგლი – გარდაცვლილი მშობლებისთვის.
***
ბედნიერია ის მამა, რომელიც შვილს საკუთარ თავზე უფრო მომწიფებულსა და სათნოებით აღსავსეს ხედავს.
***
ის კი არ არის გონიერი, ვისაც დასჯა შეუძლია, არამედ იგი, ვისაც დანაშაულებრივი საქციელისგან დაცვა ძალუძს.
***
აღზრდისას არც ზედმეტი სირბილეა საჭირო, არც სიმკაცრე, – მხოლოდ გონიერება.
***
შვილები, რომლებიც მშობლებს აღზრდის დროს ავიწყდებოდათ, თავის მხრივ, ივიწყებენ მშობლებს, როცა გაიზრდებიან.
***
თუ შვილების შობა შეძელი, მათი კარგად აღზრდაც უნდა შეძლო, რათა ღირსეულად ატარო მამის სახელი.
წმინდა ტიხონ ზადონელი
***
როგორ გეყოლებათ წესიერი შვილები, თუ თვითონ უწესო ცხოვრებას ეწევით?
წმინდა ბასილი დიდი
***
მშობლებო, ნუ განარისხებთ შვილთა თქვენთა (ეფეს. 6,4), არამედ გიყვარდეთ: სიყვარულის ხმას გული ყოველთვის ეხმიანება.
სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი
წყარო: karibche