fbpx

სალერნოში აღმოჩენილი მარიტა

ავტორი ჟოლო
144 ნახვა

სალერნოში, საღამო ხანს ბულვარში სეირნობისას წიგნების ბაზრობასთან ჩავიარეთ. უამრავ წიგნთა შორის თვალი მომჭრა ერთ-ერთმა, პორტუგალიელი მწერლის ხოსე რენტეს დე კარვალოს “ერნესტინამ”: გარეკანზე მარიტა ეხატა… ჩემი მარიტა… დახლთან ახლო-მახლო არავინ იყო, რომ მეკითხა… წიგნი წაღმა-უკუღმა ვატრიალე, მაგრამ ვერც ანოტაციაში, ვერც ბოლოსიტყვაობაში საგულისხმო ვერაფერი ამოვიკითხე. იტალიიდან კარგა ხანია ჩამოვედი, ფოტოს კი დღეს ვდებ, ისიც, იმიტომ, რომ უმანკოებისა და სილამაზის ეტალონი ზეცას შეუერთდა…

P.S. ბავშვობიდან მგონია, რომ ბროწეულის ყვავილს მარიტა ჰქვია…

ია ხაჭაპურიძე

მსგავსი სტატიები

Leave a Comment