ვინიდან ადამიანებს უყვართ ბოლომდე წინააღმდეგობის გაწევა, ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს გეგმებზე მანამ, სანამ არ ჩავებმებით ორთაბრძოლაში ჩვენს ბედისწერასთან. როცა ბედისწერა ბეჭებით გვაკრავს მიწას, ჩვენ ვიმარჯვებთ.
და პირიქით, თუ ვინმე იმარჯვებს ბედისწარასთან ორთაბრძოლაში, ის მარცხდება მატჩში საბოლოოდ, რადგან სამუდამოდ რჩება გაურკვევლობაში საკუთარი ბედის მიმართ. ასეთი ადამიანები ჩვეულებრივ ბევრს და მძიმედ მუშაობენ და შეიძლება ბევრსაც გამოიმუშავებენ, მაგრამ ვერ იღებენ ამისგან სიამოვნებას.
საერთოდ ადამიანთა უმრავლესობას ბედი ეხსნება სამ ეტაპად.
პირველი ეტაპი — თქვენ მშიერი ხართ
ყველაფერი იწყება იქიდან, რომ ჩვენ ვგრძნობთ დაუკმაყოფილებლობას ცხოვრებაში. თუ არ გვაქვს საკმარისი მადა, ჩვენ ვერ ვხედავთ მოტივებს სამოქმედოდ. ხოლო თუ არ ვმოქმედებთ არაფერიც არ ხდება. თუნდაც ისეთი მარტივი მოქმედება, როგორიცაა საკვების მიღება, ითხოვს ჩვენგან მოქმედების სურვილს.
წარმატების მისაღწევად დაწყებული ქმედებების საწყის ეტაპზე, თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენი მოტივაცია ძალიან ძლიერია. თქვენი ქცევები გამოწვეულია ეგოცენტრული სურვილებით. თქვენ შეგიძლიათ გაიგონოთ მათი ხმებიც: „მე მინდა, მე მინდა, მე მინდა“
როცა მშიერი ხართ, თქვენ პოულობთ რამოდენიმე ობიექტს თქვენი სურვილისა. შიმშილის ძალა თქვენ გაიძულებთ გამოავლინოთ ნებისყოფა და თქვენ გამოხვალთ სტარტზე კარგად მომზადებული და იღებთ გარკვეულ შედეგებს.
ამ ეტაპზე თქვენ იგებთ პირველ პარტიას და იღებთ 1 ქულას თქვენს ბედისწერასთან გამართულ ორთაბრძოლაში.
მაგრამ გავა გარკვეული პერიოდი, თქვენ შეიძლება დატკბეთ თქვენი პირველი გამარჯვებებითაც კი და შემდეგ აღმოაჩინოთ, რომ რაღაც ისე ვერ არის და რომ თქვენ არ ხართ ბედნიერი. შეიძლება ისე მოხდეს, რომ თავი ძალიან უბედურ ადამიანადაც იგრძნოთ. და ეს ძალიან კარგია. ესე იგი სამყარო თქვენდამი იჩენს პირად ინტერესს და ცვლის თქვენს კურსს ისე, რომ შეძლოთ უფრო მეტის მიღწევა.
ასეთ დროს ხდება გადასვლა მეორე ეტაპზე.
მეორე ეტაპი — შემობრუნების წერტილი
მეორე ეტაპი ხშირად იწყება რაიმე დრამატული შემობრუნების პუნქტით ადამიანის ცხოვრებაში. ეს შეიძლება იყოს რაიმე პირადი ტრაგედია, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, პროფესიული ან ფინანსური კრახი.
როგორც წესი, თქვენ გემართებათ ისეთი რამ, რისიც ყვეელაზე მეტად გეშინიათ. ასეთ დროს თქვენ გადაერთვებით თქვენს შინგან ძიებაში, რომლისკენაც გიბიძგებთ ტკივილი.
მართლაც, როცა საქმეები მიდის ცუდად, ჩვენ ვხდებით უფრო მეტად ღვთისმოშიში და სულიერები
დაიწყებთ რა საკუთარ თავში ძიებას, თავიდან ვარდებით სასოწარკვეთილებაში თქვენში აღმოჩენილი ნაკლოვანებებისგან. ეს შეიძლება შევადაროთ იმ ოთახში ყოფნას, რომელიც არ იყო განათებული და ამიტომ არ ჩანდა ჭუჭყი, მაგრამ როგორც კი ოთახში მოხვდა მზის შუქი, ფარდების გადაწევის შემდეგ, თქვენ აღმოაჩინეთ რომ ირგვლიც ყველაფერი მტვრის სქელი ფენით ყოფლა დაფარული.
თქვენ გესმით,რომ ეს ოთახი ადრეც არ იყო სუფთა, ის ყოველთვის იყო ძველი, დაულაგებელი, მაგრამ მხოლოდ ახლა, როცა მასში მზის სხივმა შეაღწია, თქვენ დაინახეთ ის, რასაც მანამდე ვერ ამჩნევდით. თუმცა, ახლა თქვენ არა მხოლოდ ხედავთ მტვერს და ჭუჭყს, არამედ გაგიჩნდათ იმედი რომ მოაშორებთ მათ ოთახიდან.
ცხოვრების ბნელ მხარესთან შეხვედრა (როგორც საკუთარ თავში, ისე მის გარეთ) არის მეორე ეტაპის დსაწყისი. სწორედ ამ ეტაპზე ხდება ტრანსფორმაციის პროცესის ჩაშვება.
მაგრამ, ამავე დროს, ეს ფაზა არის ძალიან საშიში და სარისკო. ბევრი ადამიანი თავს ვერ აღწევს ამ ეტაპს და განიცდის მარცხს ვინაიდან ცდილობს შეებრძოლოს სიძნეელეებს, იმის მაგივრად რომ გამოიყენოს ისინი როგორს ცხოვრების გზის მიმართულებების მაჩვენებელი.
პირველი ფაზიდან მეორეში გადასვლა არ საჭიროებს თქვენგან არავითარ ძალისხმევას. ბედისწერა თვითონ ჩაგამხობთ ცხვირით საკუთარ ჭუჭყში. მაგრამ იმისთვის, რომ მეორე ფაზიდან მესამეზე გადავიდეთ, საჭიროა ჩვენი სერიოზული ძალისხმევა.
მეორე ფაზის დანიშნულება არ არის ჩვენი მოტეხვა. ის უფრო გამწმენდი პროცესია, რომლის გავლაც ჩვენთვის აუცილებელია, რომ ჩვენს ცხოვრებაში დაიწყოს ახალი ეტაპი, სადაც ჩვენ მივაღწევთ ბევრად უფრო მეტ პიროვნულ სრულყოფას.
ყოველდღე ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ ვიღაცის წარმატების ისტორია, რომელსაც ადამიანები უბრალოდ გამართლებად თვლიან. მაგრამ არცერთ ადამიანს, ვინც მიაღწია ჭეშმარიტ წარმატებას, ვინც დაუტოვა კაცობრიობას მნიშვნელოვანი მონაპოვარი, არ მიუღწევია ამ ყველაფრისთვის მეორე ფაზის გავლის გარეშე.
ამ ფაზაზე ბედისწერა იმარჯვეს და ანგარიში მატჩში ხდება 1:1. ასეთ დროს თქვენ გადიხართ პირდაპირ გზაზე თქვენი დანიშნულების აღსასრულებლად.
მესამე ეტაპი: ბედი იხსნება
თქვენ გესმით, რომ ვერაფერს, რაც თქვენად ითვლება, ვერავინ ვერ წაგართმევთ. თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენი პროგრესი არ არის დამოკიდებული ცალკეულ ინდივიდებზე ან გარემოებებზე, ის მოედინება თქვენს ცხოვრებაში სამყაროსეული სიუხვის ბეღლიდან.
თქვენ იცით, რომ ბედი ერთდროულად თქვენი მსახურიც არის და თქვენი ბატონიც.
თქვენი ვალდებულებების შესრულება ჰარმონიაშია ღვთიურ ნებასთან და ამიტომ თქვენ შეგიძლიათ უგულვებელყოთ ამ წამიერი შედეგები. თქვენ იცით, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებთ, საბოლოო ჯამში, ადრე თუ გვიან, მოგიტანთ სულიერ და მატერიალურ ნაყოფს.
ამ ეტაპზე ანგარიში ხდება 2:1 ბედისწერის სასარგებლოდ.
თქვენ ემორჩილებით ღვთის ნებას და ამით იმარჯვებთ!
ეს ამაღლებული მდგომარეობა შეიძლება მოეჩვენოთ პარადოქსალურად ან მიუღწევლად იმ ადამიანებს, რომლებიც გაიჭედნენ მეორე ეტაპზე.
გახსოვდეთ რომ ეს მდგომარეობა, ჩანასახის ფორმით არის თითოეული ადამიანის სულში და ელოდება როდის გამოაღვიძებენ.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
წყარო :
https://mebonia.com/warmatebis-fsiqologia/dueli-bediswerastan
3 კომენტარი
პირველ რიგშიმინდააიკრძალოსფასიზმი იყოს მშვიდობა დანომრილი ცხოვრება იყოს მომავალი ტაო სიბინ ღირსეული ცხოვრება დაგვიბრუნეს დადაუტოვოტ მომავალ თაობას გუპრტხილდეტ მამაპაპური ამაგს რისთვის გაწირესგმირ ვა კაცებმა ტავი დავაფასოთ მათი ამაგი
მადლობარჩევისტ ინ საინტერესო არის თქვენი რჩევები მომეწონავიტვალისწინებ ბრძენტააზრებს გაიხარეტ
მადლობარჩევისტ ინ საინტერესო არის თქვენი რჩევები მომეწონავიტვალისწინებ ბრძენტააზრებს გაიხარეტ