ადამიანის უნიკალური აზროვნებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის ჯანმრთელი ანალიზი.
სწორი, მართალი, ნამდვილი მიდგომა საკუთარი თავისადმი. გამომდინარე აქედან აუცილებელია გაანალიზება საკუთარი ფიქრების, დამოკიდებულების, სურვილების და მოთხოვნილების დახარისხება, გააზრება.
იდეალური დამოკიდებულება, ფიქრი და მოქმედება, რომელიც სრულყოფილს ხდის ადამიანის არსს და თვისებებს.
არ არსებობს სრულყოფილი ადამიანი, მაგრამ არსებობს სრულყოფილებისკენ სწრაფვა.
შენ გააკეთე სიკეთე. არ უნდა გინდებოდეს ამ ქმედებაზე საუბარი, არ უნდა მოითხოვდე მადლობას, უნდა იყო ამაყი შენი ქმედებით, ოღონდ ჩუმად. არ უნდა თქვა ადამიანზე რომ ის დაუნახავია.
შენ დასანახად აკეთებ სიკეთეს?
სიკეთე გააკეთე არავის დასანახად, არავის გასაგონად, არავის გასაგებად.
მხოლოდ შენ უნდა იყო ბედნიერი და ამაღლებული.
არ უნდა ითხოვდე მადლიერებას.
ადამიანები მადლიერების გრძნობით იბადებიან,
ზოგი იბადება მადლიერების გარეშე.
შენ არ უნდა დაგტანჯოს დაუნახაობამ, უმადურობამ.
ტანჯვა ძალიან დიდ ზიანს მოგაყენებს.
შენ უნდა დადგე მადლობაზე და მადლიერებაზე მაღლა.
შენ ბედნიერს უნდა გხდიდეს სხვისი ბედნიერება.
შენთვის ბედნიერება უნდა იყოს სიკეთე, ადრესატი ღმერთმა გამოგიგზავნა და ის გადაგიხდის მადლობას, ის იქნება მადლიერი.
გიორგი ჯაჯანიძე