სიმდიდრე პრივილეგია არ არის. ეს უნარია, შესაძლებლობების დანახვის და გამოყენების უნარი. მერე სად ვიპოვოთ ეს შესაძლებლობები? სულ მაგაზე არ ვფიქრობ? – იტყვის ბევრი თქვენგანი.
შესაძლებლობები დღეს საძებარი არ არის. პირიქით, კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც მილიონები არ დარჩათ მშობლებისგან, არასოდეს ჰქონიათ ასეთი ფართე ასპარეზი და დიდი შესაძლებლობები.
ჩვენი გადასაწყვეტია, გამოვიყენებთ თუ არა.
გონებით ყველა მზად ვართ თითქოს. ყველას გვინდა ჩვენი ნიჭების რეალიზება, საყვარელი საქმე, კარგი შემოსავალი და საინტერესო ცხოვრება.
როცა ველნესის აკადემია მორიგ კურსს აცხადებს, ანუ მორიგ შესაძლებლობას, ახალი პროფესიის შესწავლას. ახალ ბაზრებს სთავაზობს ადამიანებს მათი ნიჭების რეალიზებისთვის, გამოკითხვის ეტაპზე 300 ადამიანიც კი შეიძლება დაინტერესდეს.
მაგრამ რეალურად მოვა თითებზე ჩამოსათვლელი.
რატომ?
ფული არ მაქვს, აქ არაფერ შუაშია. სულ უფასოდაც გამოგვიცხადებია.
შედეგი? ნული.
“როგორ შევამჩნიოთ და გამოვიყენოთ შესაძლებლობები” – ამ პრაქტიკუმზე:
✔️ გაიგებთ სად მარხია ძაღლის თავი, რა ბარიერები გვიშლის ხელს და რატომ შეიძლება არ ვიყენებდეთ ასეთ ზღვა შესაძლებლობებს.
✔️ისწავლით ამ წინააღმდეგობების მოშორების მარტივ გზას.
ვერ დაგპირდებით, რომ ჯადოსნური ჯოხი მაქვს 😃 და უცებ განძს იპოვით, ან ვინმე დაკარგული ნათესავი დიდ მემკვიდრეობას დაგიტოვებთ.
ჯადოსნური ჯოხიც თქვენ ხართ და განძიც. მე გაჩვენებთ გზებს, როგორ დაინახოთ ეს და როგორ გამოიყენოთ. დანარჩენი თქვენზეა.
თუ ახლა ზიხარ თავზეხელებშემოწყობილი და დადარდიანებული და ფიქრობ, ღმერთო, დამეხმარეო, იცოდე, რომ უკვე დაგეხმარა.
გაახილე თვალი, გამოფხიზლდი, პირზე წყალი შეისხი, მიიხედ-მოიხედე, მანდვე, შენს ირგვლივ უამრავი შესაძლებლობა ” დაფრინავს”. შენშია, შენს ირგვლივაა, შენს ყოველდღიურობაშია.
თუ კიდევ ვერაფერს ამჩნევ,, ის ხომ მაინც შეგიძლია აქვე, სკამიდან აუდგომლად ამ პრაქტიკუმში ჩაერთო? –
შეგიძლია!
ჰოდა, წუწუნში არ ჩაგეძინოს და არ გამოგრჩეს ცხოვრება 🤩
გამოიყენე შესაძლებლობა !
ტრენინგის ავტორი თამარ საგინაშვილი გახლავთ ერთ-ერთი პირველი ქოუჩი და პიროვნული ზრდის ტრენერი საქართველოში. ავტორი პირველი ქართული წიგნი ტრენინგისა ” სამასმეერთე მილიონერი” და სამოტივაციო წიგნის ELPOT-როგორ ვაქციოთ ენერგია მატერიად , ასევე პირველი ქართული მულტიფუნქციური პორტალის Wellness academy Georgia-ს იდეის ავტორი და თანადამფუძნებელი.
“როგორ შევამჩნიოთ და გამოვიყენოთ შესაძლებლობები” – პრაქტიკუმი
21 აგვისტო, 19:00 სთ
ტრენინგის ღირებულება 55 ლ
გამოიყენე ეს შესაძლებლობა, მიიღე სასურველი ცოდნა და შეცვალე ცხოვრება უკეთესობისკენ!
რეგისტრაცია:
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000716014700GEL
საქართველოს ბანკი. მიმღები: შპს “ჟოლო”
ტელ: 597997887
წარმატებებს გისურვებთ
ტრენინგი ტარდება სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალის Jolo.ge -ის ორგანიზებით