fbpx

JOLO.GE- ს წარმატების მარათონი – ტრენინგები, ტრენერები …

ავტორი დეა თავბერიძე
7.6K ნახვა

13 წამყვანი ქოუჩი და ფსიქოლოგი ცხოვრებისთვის აუცილებელი 13 გაკვეთილით Jolo.ge -ს წარმატების მარათონში.

ტრენინგები, მასტერ-კლასები, საინტერესო ვორქშოფები …

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗

მაგნო შავდია

სიცილის თერაპია, 1 ივლისი

პოზიტიური ფსიქოლოგიის ეს ტრენინგი, რომელიც სპეციალური ვარჯიშებისგან და ფსიქოლოგიური პრაქტიკებისგან შედგება, დაგეხმარება:

📍 გათავისუფლდე სტრესისგან;

📍 გაიუმჯობესო ჯანმრთელობა;

📍 გახდე ბავშვივით ლაღი და თავისუფალი.

🤩ტრენინგს უძღვება მსოფლიო სიცილის ლიდერი მაგნო შავდია,  რომელიც პოზიტიურ ფსიქოლოგიას 30 წლის წინ ინდოეთში დაეუფლა. უცხოური წარმატებული კომპანიები (სიმენსი, ნესტლე, დოიჩე ბანკი) მაგნოს ტრენინგებს აქტიურად იყენებენ ფინანსური კეთილდღეობის მოსაპოვებლად და თანამშრომლების განსატვირთად.

🤩ასე რომ ვისაც გსურთ განტვირთვა, პოზიტივი, ბავშვური სიხალისე და გულიანი სიცილი 😂 გიწვევთ „სიცილის თერაპიაზე“. თქვენ შეიტყობთ, თუ რა ძალა აქვს სიცილს და როგორ შეუძლია მას ჩვენი რეალობის შეცვლა.

ამ ტრენინგზე მიღებული ემოციები ძალიან დიდხანს გაგყვებათ 😍😂😃😍

შემოგვიერთდი და გაილამაზეთ ცხოვრება

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗


თამარ საგინაშვილი

სიმდიდრის გაკვეთილი: როგორ შევამჩნიოთ და გამოვიყენოთ შესაძლებლობები – 3 ივლისი, 19:00

სიმდიდრე პრივილეგია არ არის. ეს უნარია. შესაძლებლობების დანახვის და გამოყენების უნარი.

ჩვენი გადასაწყვეტია ამ შესაძლებლობებს დავინახავთ და გამოვიყენებთ თუ არა.

ამ პრაქტიკუმზე:

📍გაიგებთ რა ბარიერები გვიშლის ხელს და რატომ შეიძლება არ ვიყენებდეთ ასეთ ზღვა შესაძლებლობებს.

📍ისწავლით ამ წინააღმდეგობების მოშორების  მარტივ გზებს.

📍 და როგორ მივიღოთ ის, რაც ასე ძალიან გვინდა?

შენს ირგვლივ უამრავი  შესაძლებლობა ” დაფრინავს”. შენშია, შენს ირგვლივაა, შენს ყოველდღიურობაშია. მაგრამ თუკი ვერაფერს ამჩნევ, ის ხომ მაინც შეგიძლია აქვე, სკამიდან აუდგომლად ამ პრაქტიკუმს დაესწრო? 🤩🤩

შეგიძლია.

ჰოდა, გელი! შემოგვიერთდი, შეიძინე, დაესწარი, დაინახე და განახორციელე.

წუწუნში არ ჩაგეძინოს და არ გამოგრჩეს ცხოვრება. 🤩🤩

💼 თამარ საგინაშვილი გახლავთ: ჟურნალისტი, ერთ-ერთი პირველი ქოუჩი და პიროვნული ზრდის ტრენერი საქართველოში. ავტორი პირველი ქართული წიგნი- ტრენინგისა ” სამასმეერთე მილიონერი”.  5 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებია. 40+  ქალების რეალიზებულობის აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარი.

შემოგვიერთდი, გამოიყენე შესაძლებლობა  👉 

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗


ნათია ქოიავა

წარმატების ალქიმია, 4 ივლისი

მასტერ-კლასი საინტერესო და სასარგებლო სავარჯიშოებით და უძლიერესი მედიტაციებით, ასევე NLP მეთოდებით (ნეირო-ლინგვისტური პროგრამრება),  შინაგანი ბლოკებისა და შემზღუდველი რწმუნებულებების მოხსნაში დაგეხმარებათ.

🎯 მათთვის, ვისაც სურს:

📍 ძველი “მეს” გაცილება და საუკეთესო რესურსების აღმოჩენა

📍 საკუთარი მისიის და საყვარელი საქმის პოვნა

📍 შემზღუდველი რწმუნებულებებისგან გათავისუფლება

📍 სწორი პრიორიტეტების განსაზღვრა

📍 საკუთარი მომავლის გრძელვადიანი ხედვა

💥 გაიგეთ რა არის შენი დანიშნულება/მისია და მოახდინე შენი ცხოვრების ტრანსფორმაცია. ამ მასტერკლასზე უამრავ კითხვაზე მიიღებ პასუხს.

💼 პროგრამას უძღვება ნათია ქოიავა

✔ საჯარო მმართველობის დოქტორი; ლიდერობისა და პიროვნული განვითარების ტრენერი; NLP ქოუჩი; პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოკონსულტანტი.

შემოგვიერთდი და დაგეგმე ცხოვრება  👉

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗


ნუცა ჯოხაძე

ქალი და სიყვარულის ენერგია , 10 ივლისი

ტრენინგის მთავარი თემა არის საკუთარი თავის სიყვარული და მისი მნიშვნელობა ურთიერთობაში.

⭐️ რა დამატებითი ცოდნა სჭირდებათ ქალებს ბედნიერებისთვის — საჭირო ტექნიკები და სავარჯიშოები

⭐️ როგორ უნდა შევქმნათ ბედნიერი და ჰარმონიული ურთიერთობა

 ⭐️  როგორ უნდა გაამრავლოთ ბედნიერება?

მიიღებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი სახის სიყვარული არსებობს, შეიტყობთ სიყვარულის ტიპებსა და იმ ეტაპებზე, რომელიც თითოეულის ცხოვრებაში დგება.

ასევე გაიგებთ სიყვარულის გამოხატვის რამდენნაირი გზა არსებობს და ვისთვის რა არის სიყვარული.

ჩატარდება მედიტაცია, რომელიც გარდაქმნის წარსულ სასიყვარულო ჭრილობებს დადებით რესურსებად რაც დაეხმარება გულს განკურნებაში და მოიზიდავს ახალ სიყვარულს.

💼 ნუცა ჯოხაძე გახლავთ: ფსიქოლოგი, ნლპ ქოუჩი, ტანტრის პრაქტიკოსი ტრენერი.

Facebook გვერდი ნუცა ჯოხაძე/Nutsa Jokhadze

NutsaTantricGoddess

შემოგვიერთდი და დაეუფლე სიყვარულის ხელოვნებას  👉

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗


ზაზა ქოიავა

ეგზისტენციალიზმი როგორც მოვლენა და მდგომარეობა, 11 ივლისი

✔ თუ დაკარგული ხარ სამყაროში;

✔ თავს გრძნობს არარეალიზებულ პიროვნებად;

✔ და ფიქრობ, რომ სიცოცხლეც უაზრობაა.

მაშინ ზუსტ მისამართზე ხარ …

📍 ამ ტრენინგზე იპოვი გზას და შეძლებ გამოხვიდე იმ კრიზისული მდგომარეობიდან, რომელშიც ხარ.

📍ამ ტრენინგზევე მოიპოვებ შინაგან რწმენას და დარწმუნდები, რომ შეუძლებელი არაფერია.

💼 ზაზა ქოიავა – საჯარო მმართველობის მაგისტრი, ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი, სერთიფიცირებული ტრენერი მენეჯმენტში, ლიდერობასა და ადამიანური რესურსების მართვაში, ევროკავშირის ექსპერტი მენეჯმენტში, ლიდერობასა და ადამიანური რესურსების მართვაში, პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის ფასილიტატორი, ბიზნესტრენერი, NLP ქოუჩი, NLP ფსიქოლოგი, NLP-ს საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი, რემდეკოდირების ქოუჩი.

შემოგვიერთდი და დარწმუნდი, რომ შეუძლებელი არაფერია 👉 

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗


ანა არველაძე

თვითშეფასება და მოტივაცია, 17 ივლისი

მასტერკლასი ეხება იმ მნიშვნელოვან დაბრკოლებებს, რასაც ობიექტური თვითშეფასებისკენ მიმავალ გზაზე ვხვდებით. გამუდმებით ვადარებთ საკუთარ თავს სხვა ადამიანებს და გვიჭირს საკუთარი თავის მიღება ისეთის, როგორიც არის.

მასტერკლასი გვეხმარება:

📍ობიექტური თვითშეფასების მიღწევაში;

📍 მოტივაციის ამაღლებაში.

არასოდეს არის გვიან შევცვალოთ დაბალი თვითშეფასება ობიექტური თვითშეფასებით და ამას თქვენს გარდა ვერავინ გააკეთებს.

დაიწყე მომავლის შეცვლა დღეს!

💼 ანა არველაძე გახლავთ: ფსიქოლოგი, ნლპ ოსტატი და ლექტორი, კლინიკური ჰიპნოთერაპევტი.

Facebook გვერდი Ana Arveladze-ანა არველაძე

შემოგვიერთდი და აიმაღლე თვითშეფასება 👉 

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗


მარინა კვატაია

გულის ჩაკრის ბალანსი”, – 16 ივლისი

მეოთხე ენერგეტიკული ცენტრი ანაჰატა არის ხიდი ზედა და ქვედა სამკუთხედს შორის. ეს არის ბალანსი, ჰარმონია, საკუთარი თავის სიყვარული, უპირობო სიყვარული, წარმატება და წყენების ტრანსფორმაცია. სწორედ წყენა არის ის ენერგეტიკული ბლოკი რომელიც ჩვენს ენერგიას ჭამს და ხელს გვიშლის წინსვლასა და წარმატებაში.

ამ ტრენიგის დროს :

📍განვწმენდთ წყენებს,  ანუ სამ პირველ ჩაკრას დავამუშავებთ და დავაბალანსებთ გულის ენერგეტიკულ ცენტრს. გავხსნით გულს.

პროცესის განსაკუთრებულ შედეგს თითოეული მონაწილე საკუთარ თავზე გამოცდის.

💼 მარინა კვატაია გახლავთ:

KRI  საერთაშორისო ცენტრის მიერ აღიერებული კუნდალინი იოგის ინტსტრუქტორი. კლინიკური ფსიქოლოგი, ლაივქოუჩი.

Facebook გვერდი Lotusi- Marina Kvataia

ავტორი პროგრამებისა: 21 დღიანი ონლაინ იოგა-ჩელენჯი , სტრესისაგან თავისულფალი (მოკლე და ეფექტური 2 კვირა) 49 დღიანი გადატვირთვა (ჩაკრები) – Let it shine; ჰარმონიული ქალი “2 ჯერ 21”’; ნუმეროლოგია პერსონალური ქოუჩინგ-პროგრამა (ერთწლიანი დაბადების თარიღის მიხედვით გამოთვლილი პროგრამა) პერსონალური ქოუჩინგ-პროგრამა – Change your Lifestyle; კარატი

შემოგვიერთდი და გახსენი გული ყოველი სიკეთის მისაღებად 👉 

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗


თინი ბასილაია

როგორ შევქმნათ ჯანსაღი და ჰარმონიული პირადი ცხოვრება? “, – 24 ივლისი

სემინარზე განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:

📍როგორ ვიზიდავთ იმ ურთიერთობას, როგორ ურთიერთობაშიც ვიმყოფებით და რატომ არის ყოველთვის სწორი ადამიანი ჩვენს გვერდით?

📍რა არის ის მთავარი შეცდომები, რასაც ქალები და მამაკაცები ურთიერთობაში უშვებენ?

📍როგორ ავირიდოთ თავიდან ეს შეცდომები ან თუ მათ ვუშვებთ, როგორ გამოვასწოროთ?

📍როგორ გავლენას ახდენს ურთიერთობაზე თანადამოკიდებულება და მიჯაჭვულობა?

📍როგორ ვიურთიერთობოთ საყვარელ ადამიანთან ისე, რომ არ დავკარგოთ საკუთარი თავი და შევინარჩუნოთ ჩვენი პიროვნული მთლიანობა.

მთავარი პრინციპები ჯანსაღი და ბედნიერი პირადი ურთიერთობების.

სემინარზე მიღებული მეთოდები დაგვეხმარება შევქმნათ ჯანსაღი და ჰარმონიული პირადი ცხოვრება.

💼თინათინ ბასილაია – ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ბაირონ ქეითის “სამუშაოს” წარმომადგენელი საქართველოში.

თინათინი 2014 წლიდან ადამიანებს ეხმარება საკუთარ თავში ძალის და შინაგანი საყრდენის პოვნაში, თვითრეალიზებაში, წარმატების მიღწევაში, ჯანსაღი და ბედნიერი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, შინაგანი ბლოკებისა და კომპლექსებისგან გათავისუფლებაში.

მისი სამუშაო არეალი მოიცავს 5 კონტინენტის 30+ ქვეყანას.

თინათინმა ქართულად თარგმნა და გამოსცა ცნობილი ამერიკელი სპიკერის ბაირონ ქეითის ორი ბესტსელერი (“გიყვარდეს ის, რაც არის” და “შენი სიყვარული მჭირდება – ეს სიმართლეა?”) წიგნების პრეზენტაციაზე კი უმასპინძლა 1000+ ადამიანს.

თინათინს თავისი პირადი მაგალითიდან გამომდინარე მყარად სჯერა, რომ რა ეტაპზეც არ უნდა ვიმყოფებოდეთ ახლა, შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაზე სრული პასუხისმგებლობა ავიღოთ და გავხდეთ ჩვენთვის სასურველი ცხოვრების შემოქმედი ❣️

თინათინის საიტი www.basilaia.com

ინსტაგრამი: https://www.instagram.com/tinatin_basilaia/

Facebook გვერდი https://www.facebook.com/TiniBasilaia

შემოგვიერთდი და გახსენი გული ყოველი სიკეთის მისაღებად 👉 

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗


ნინა ორჯონიკიძე

პერსონა,” არტ-თერაპია, – 25 ივლისი

იუნგის ერთ-ერთი არქეტიპის “პერსონას” მიხედვით

ეს გახლავთ ტრენინგი ვორქშოფი, სადაც ვიმუშავებთ არტთერაპიით და გამოვიყენებთ ხატვით თერაპიას. რაც უკვე ნიშნავს იმას რომ გვექნება განმუხტვის, თვითგამორკვევის, გაცნობიერებების, ურთიერთობის დალაგების საშუალება სხვებთან და საკუთარ თავთან. ასევე დაგვეხმარება კრეატიულობის გამოვლინება- განვითარებაში ☺️

ეს ვორქშოფი გვაჩვენებს გზას, გამოსავალს და გვეხმარება იმ შედეგის მიღებაში რაც ჩვენთვის უკეთესია იმ მომენტში, იმ კონკრეტულ სიტუაციაში სადაც ვართ.

ამ ტრენინგ ვორქშოფში გამოყენებული სავარჯიშო (ტექნიკა) არის ძალიან სასიამოვნო, სახალისო, უწყინარი და რაც მთავარია იმ შედეგის მომცემი რა შედეგიც ჩვენ გვჭირდება იმ მომენტში.

💼 ნინა ორჯონიკიძე გახლავთ: სერთიფიცირებული ქოუჩი, სერთიფიცირებული პროფესიონალი არტთერაპევტი და იოგას ფედერაციის მიერ იოგას  სერთიფიცირებული ინსტრუქტორი.

შემოგვიერთდი და მიიღე სასურველი შედეგი  👉

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗


ხვიჩა მებონია

მიზნების დასახვის და ეფექტური დაგეგმვის საიდუმლო, 30 ივლისი

ამ ონლაინ ტრენინგში მონაწილეობით ისწავლით როგორ მოხვდეთ არსებული A წერტილიდან სასურველ B წერტილში. სპეციალური ტექნიკების დახმარებით მოახდენთ თქვენი დღევანდელი სიტუაციის ანალიზს და გაარკვევთ თუ რა გიშლით ხელს საკუთარი თავის სრულად რეალიზებაში;

📍გაერკვევით მიზნის სტრუქტურაში და ისწავლით სურვილებიდან მიზნის ფორმირებას.

📍გაერკვევით როგორი ფსიქოტიპი არის თქვენში წამყვავნი “რაციონალი” თუ “ირაციონალი” და სწორედ თქვენი ინდივიდუალურობის გათვალისწინებით შეარჩევთ დაგეგმვის სტრტეგიებიდან თქვენთვის ყველაზე ოპტიმალურს;

📍გაიგებთ თუ როგორ უნდა გაწვრთნათ თქვენი სულიერი, გონებრივი, ემოციური და ფიზიკური ენერგიები და როგორ უნდა გადაანაწილოთ ისინი დროში ეფექტურად რომ შეძლოთ შეუფერხებლად სვლა საკუთარი მიზნისკენ.

ხვიჩა მებონია გახლავთ: ინტელექტ-ტრენერი და სამოტივაციო სპიკერი;

პიროვნული განვითარების ცენტრ “იგიკაი”-ს დამფუძნებელი;

12 საგანმანათლებლო პროექტის ავტორი. 100 -ზე მეტი ჩატერებული ტრენინგი, სემინარი, ვებინარი, მასტერკლასი პიროვნული განვითარების თემაზე. 3 საკუთარი და 5 ნათარგმნი წიგნი. ავტორი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული საიტისა http://mebonia.com – “პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება”

შემოგვიერთდი და ისწავლე მიზნის სწორი ფორმირება 👉  

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗


მოქშა ფეიქარი

ჰელინგერის სისტემური განლაგება, 1 აგვისტო

მოქშა ფეიქარი გერმანელი ფსიქოთერაპევტის ბერტ ჰელინგერის ქართველი მოსწავლე გახლავთ, ჰელინგერის სისტემური განლაგების შესწავლით, ის მას შემდეგ დაინტერესდა რაც ამ მეთოდმა უცხოეთიდან საქართველოში დააბრუნა და აქ ბიოლოგიური დედ-მამა და ღვიძლი და აპოვნინა. ეს 12 წლის წინ იყო.

მას შემდეგ ჰელინგერის სისტემური განლაგების მეთოდოლოგია სიღრმისეულად შეისწავლა და ახლა სურს ეს ცოდნა საქართველოში მყოფებსაც გაუზიაროს…

საქართველოში სისტემური განლაგების მეთოდით მუშაობას მოქშა სექტემბერში გეგმავს. მანამდე კი 1 აგვისტოს, 19:00 სთ მას ონლაინ შევხვდებით.

ონლაინ სემინარზე თქვენ შეიტყობთ იმ ოჯახური მეხსიერების ველის შესახებ, სადაც ყველა ის მნიშვნელოვანი შემთხვევაა ჩაწერილი რაც კი ნათესაურ კავშირებს ეხება და რაც ჩვენდაუნებურად გვმართავს.

ამ მეთოდის მიხედვით იმ კონკრეტული პრობლემის დამუშავებაა შესაძლებელი რომელიც მემკვიდრეობით გადმოცემულმა მახსოვრობამ შემოინახა. ანუ იმ შეცდომებისგან  და ე.წ დანაშაულებისგან განწმენდა და განკურნება ხდება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა ჩაიდინეს და რაც ჩვენზე ფსიქოლოგიურ პრობლემად აისახა.

სისტემური და საოჯახო განლაგების ონლაინ სემინარი „სინქრონულობა და რეინტეგრაცია“.

სისტემულრი განლაგების ონლაინ სემინარის პირველი ნაწილი უფრო მეტად ინფორმაციული ხასიათის იქნება. აქ გვექნება მოკლე მიმოხილვა ბერტ ჰელინგერის, მისი სწავლების და ასევე მისი სისტემური და საოჯახო განლაგების მეთოდის და მისი ზოგადი განვითარების შესახებ. რა თქმა უნდა ასევე კითხვა პასუხების სივრცესაც აუცილებლად გამოვნახავთ…

მეორე ნაწილში გვექნება პრაქტიკები, როგორც ჰელინგერის, ასევე ვილფრედ ნელესის LIP(Life integration process) – იდან. ეს მეთოდები ძირითადად გვასწავლიან ეგრედ წოდებულ „რეპორტში შესვლას“, ანუ სხვა ოჯახის წევრის შეგრძნებას, სინქრონიზაციას და ამ აღქმაში ინტუიციურად შესვლას. მეთოდები ასევე გვასწავლიან ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ფაზების რეინტეგრაციას. ნაწილი შესაბამისად დასრულდება სურვილისამებრ შეგრძნებების გაზიარებით…

💼  მოქშა ფეიქარი გახლავთ:

სისტემური განლაგების სერტიფიცირებული ქოუჩი,

თავიდან ცოდნა პირადად ბერტ ჰელინგერისგან მიიღო, შემდგომში სწავლა გააგძელა გერმანიის ქალაქ კიოლნის უტას ინსტიტუტში, სისტემური განვითარების გერმანული საზოგადოების აღიარებულ თერაპევტებთან – რამატირტჰა დოეჩთან, სუბოდი შვაიცერთან და დვარი დოეჩთან.

მოქშა ფეიქარი ასევე გახლავთ: მხატვარი, პოეტი, მუსიკოსი.

ჰელინგერის განლაგების ჯგუფის / Group of Hellinger Constellations დამფუძნებელი

mokshapeikari.com

სისტემური და საოჯახო განლაგების ონლაინ სემინარი „სინქრონულობა და რეინტეგრაცია“ ჩატარდება

1 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე

რეგისტრაცია 👉

შემოგვიერთდი და მიიღე ცოდნა დაფარულის შესახებ

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗


ილია ნიკაჭაძე

ენეაგრამა, 29 აგვისტო

ენეაგრამა ადამიანის ფსიქოტიპის დადგენის მეთოდია, ის იკვლევს სიღრმისეულ მოტივაციებს, არაცნობიერ დრაივებსა და იმ ფიქსაციებს, რომელიც ადამიანის ხასიათს მის ცხოვრების სტილს აყალიბებს.

❗ ტრენინგის ფარგლებში:

• შეისწავლით 3 ინტელექტის ცენტრს, სამყაროსთან ადაპტაციის სამ მექანიზმს;

• გაეცნობით 9 სტრატეგიას რომელსაც ადამიანები იყენებენ სირთულეებთან გასამკლავებლად;

• გაიგებთ თქვენი ფსიქოტიპიდან გამომდინარე, როგორ იყოთ ბედნიერი პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

• როგორ ეკონტაქტო კონკრეტულ ფსიქოტიპს;

• რა საფრთხეები და ღირებულებები შეიძლება მოგიტანოს ამა თუ იმ ადამიანმა;

• როგორ გაუმკლავდეთ სირთულეებსა და გამოწვევებს;

• როგორ გახადოთ ცხოვრება უფრო ლაღი და სასიამოვნო;

💼  ილია ნიკაჭაძე გახლავთ:

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; NLP Coach მასტერი; საქართველოს ენეაგრამა ასოციაცის ვიცე-პრეზიდენტი.

შემოგვიერთდი და დაადგინე შენი ფსიქოტიპი 👉

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗

მაია მაშო გოგოლაძე

ჰოოპონოპონო-პატიების ხელოვნება, 5 სექტემბერი

მასტერ-კლასზე განვიხილავთ ბედნიერად ყოფნის უძველეს პოლინეზიურ ტექნიკას ჰოპონოპონო. 5000 წლის წინ აღმოჩენილი 4 მაგიური სიტყვა, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ტექნიკას, გაგაცნობიერებინებთ HUNA-ს ფილოსოფიას, იმას, რისი დანახვაც რთულია და ამავდროულად, საჭიროც ბედნიერად ყოფნისთვის.

📍ეს მაგიური ტექნიკა ათავისუფლებს სულს, გონებას და სხეულს ნეგატიური, ტოქსიკური და შემზღუდველი ფიქრებისგან, ემოციებისგან, რწმენა/წარმოდგენებისგან და მოგონებებისგან.

📍გააცნობიერებ, რომ სიმშვიდე იწყება შენგან.

📍ისწავლი 4 ჯადოსნურ სიტყვას და საკუთარ თავზე გამოსცდი მის მაგიას იმისთვის, რომ შენი ცხოვრება იყოს მშვიდი, ჰარმონიული, ბედნიერი, სიხარულით სავსე.

💼 მაია მაშო გოგოლაძე გახლავთ: ენეაგრამა პრაქტიკოსი.  NLP პრაქტიკოსი ქოუჩი (NLP School of London. The Art of Change).  Rem-Decoding Coach (The Society of Neuro-Linguistic Programming).  ლაიფ ქოუჩი (Isaac Pintosevich Systems). მეწარმეობის საერთაშორისო ლიცენზირებული ტრენერი (CEFE International).

შემოგვიერთდი და მიიღე სიმშვიდე 👉

❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗❗

JOLO.GE-ს წარმატების მარათონი “ჟოლოს” პროექტების მხარდასაჭერად იმართება

ფასი 55 ლ

⭐️ დარეგისტრირდი

ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000716014700GEL

საქართველოს ბანკი. მიმღები: შპს “ჟოლო”

დანიშნულება: კურსის საფასური.

გადახდის ქვითარი გამოგზავნეთ ელფოსტაზე: jolopress@gmail.com

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად

დაგვიკავშირდი 597997887

მსგავსი სტატიები

Leave a Comment