სიყვარული ყველაზე ლამაზი და სასურველი გრძნობაა ნებისმიერი ადამიანისთვის, თუმცა ყოველთვის ყველაფერი ისე არ მთავრდება, როგორც წარმოგვიდგენია. ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, თუმცა გადის დრო და ერთმანეთს შორდებიან. რატომ ხდება ასე? არსებობს რამდენიმე საიდუმლო, რომლებზეც შესაძლოა არ გიფიქრიათ:
სიყვარული არ არის ექსკლუზიური – ალბათ გსმენიათ, როდესაც ამბობენ: „ვიპოვე ჩემი ადამიანი“, გგონიათ, რომ სამყაროში თქვენი მეორე ნახევარი ერთადერთი დადის? სინამდვილეში ათასობით ადამიანია, რომელთანაც შესაძლოა შესანიშნავი წყვილი ყოფილიყავით.
სიყვარული სამუდამო არ არის – ადამიანებს წარმოგვიდგენია, რომ თუ ერთხელ შეგვიყვარდა, სამუდამოდ ასე იქნება, მაგრამ ეს არ არის რეალობა. წლების შემდეგ მას სრულიად სხვა გრძნობები ანაცვლებს.
სიყვარული ემოციაა, ზრუნვა და მხარდაჭერა – შეუძლებელია გიყვარდეს ადამიანი და მასზე ზრუნვის სურვილი არ გიჩნდებოდეს. სიყვარული არ მოდის იმის გამო, რომ თქვენი პარტნიორი ყველაზე კარგია.
სიყვარული და ქორწინება აუცილებლად ერთად არ არიან – ქორწინება სერიოზული პასუხისმგებლობაა და მიუხედავად იმისა არსებობს თუ არა ძლიერი სიყვარული წლების შემდეგ ოჯახი შესაძლოა მაინც მყარი იყოს.
სიყვარული შესაძლოა გაუცხოებამ შეცვალოს – ქორწინებაში არსებობს საწყისი ეტაპი, როდესაც გიყვართ პარტნიორი, შემდეგ, როდესაც ჩნდება სხვა საზრუნავები, თუმცა შესაძლოა დადგეს ეტაპი, როდესაც დაფიქრდებით, რატომ არის ეს ადამიანი თქვენს გვერდით, მაგრამ არ უნდა დანებდეთ და უნდა იცოდეთ, რომ ეს ეტაპი გადალახვადია.
თარგმანი: ანი ყაზაიშვილი