5.4K
„ყოველივე რისი წარმოდგენაც შეუძლია ადამიანს, ყოველივე რისიც მას სჯერა, მიღწევადია“, – ამბობს წარმატების კანონების შემქმნელი ნაპოლეონ ჰილი. სწორედ მისი წიგნი იქცა წარმატებისკენ მიმავალთათვის მთავარ მამოძრავებელ ძალად.
წარმატების სტრატეგია და 10 ცხოვრებისეული წესი ნაპოლეონ ჰილისგან:
1. გონებისთვის სხვა შეზღუდვა არ არსებობს, იმის გარდა რასაც ჩვენ თავად ვაწესებთ.
2. წარმატება – ეს არის ყველა თქვენი ძალების მიმართულება იმისკენ, რისი მიღწევაც ძალიან გინდათ.
3. ბედნიერება მოქმედებაშია და არა უბრალოდ ფლობაში.
4. ყველას სურს გამდიდრება, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ კონკრეტული გეგმა და მხურვალე სურვილი – ერთადერთი საიმედო საშუალებაა სიმდიდრის დაგროვებისა.
5. წარმატების კიბის მწვერვალზე ყოველთვის აღინიშნება ხალხის სიმცირე.
6. გონება – ეს არის წყარო სიმდიდრის, წარმატების, უდიდესი გამოგონებებისა და მიღწევების.
7. აზრები აყალიბებენ მიზნებს, მიზნები გარდაიქმნებიან მოქმედებებში, მოქმედებები აყალიბებენ ჩვევებს, ჩვევები ქმნიან ხასიათს, და ხასიათი ქმნის ჩვენს ბედს.
8. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ყველაფერი რასაც მოისურვებთ, იქონიოთ ყველაფერი რასაც მოისურვებთ, გახდეთ ისეთი როგორსაც მოისურვებთ.
9. მოაქციეთ ცხოვრება თქვენი პასუხისმგებლობის ქვეშ. ერთადერთი დაბრკოლება ხვალინდელი დღის შექმნაში არის დღევანდელი ეჭვები. იმოძრავეთ წინ, ძლიერი და გაუტეხავი რწმენით.
10. ყოველთვის იარეთ წინ. წინსვლა თავისუფლებისაკენ მიახლოებაა. გააგრძელეთ წინსვლა, არ შეუშინდეთ ეკლებს და წვეტიან ქვებს თქვენი ცხოვრების გზაზე.