გაიგე შენი ცნობიერების დონე
1. დაძინებული – ასეთი ადამიანი ყოველთვის იმყოფება მსხვერპლის მდგომარეობაში, თითქოს მისი ვალი აქვს ყველას, არ იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ ცხოვრებაზე, ვერ ხედავს მიზეზ შედეგობრივობის კავშირს, ადამიანი კი არ ცხოვრობს, არამედ გადარჩენისთვის არსებობს.
2. მებრძოლი – ასეთი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოვრება არის ბრძოლა, ის ცდილობს ვიღაცეებს რაღაცეები დაუმტკიცოს, ეძებს დამნაშავეს და მართალს, ის იბრძვის ამ მსოფლიოსთან და საკუთარ თავთანაც კი.
3. მაძიებელი – ადამიანი იწყებს ფიქრს, თუ რატომ არის მის ცხოვრებაში ესა თუ ის სიტუაციები, ცდილობს მოძებნოს გზები და მომხდარის მიზეზების ძიებაშია მუდამ. ამ დონეზე ჩნდება პირველი გამოღვიძების ნიშნები, ადამიანი იწყებს საკუთარ კითხვებზე პასუხების ძიებას.
4. პიროვნება – ასეთი ადამიანი მთლიანად იღებს საკუთარ თავზე, მოქმედებაზე, გადაწყვეტილებებზე და ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას, ის არის ღია მსოფლიოსა და ადამიანების მიმართ, ამ დონეზე ადამიანთან მოდის უპირობო სიყვარულის გაგება და აღქმა, ის გებულობს რა მიმართულებით იაროს.
5. მოთამაშე – ამ დონეზე, ადამიანი მთლიანად აცნობიერებს, თუ ვინ არის ის და რატომ არის აქ, ის ხდება მოთამაშე, არ ხარჯავს ენერგიას მიზეზების ძიებაში, ადამიანი დაკავებული არის საკუთარი თავის განვითარებით და შემეცნებით, არ ეშინია გარისკვის და იწყებს სამყაროს კანონების გაგებას.
6. მაგი – ადამიანი, რომელმაც გაიგო თამაშის წესები, მან გააცნობიერა, რომ შეუძლია ამ რეალობაზე გავლენის მოხდენა. ამ დონეზე იხსნება შესაძლებლობები, ვიზუალიზაციები და საკუთარი აზრების მატერიალიზაციები.
7. შემოქმედი – ეს უკვე არის შემოქმედის ენერგია, ამ დონეზე ადამიანი არის მაქსიმალურად მიახლოვებული სამყაროსთან, მაღალ ძალებთან, ის უკვე ღებულობს ინფორმაციებს მაღლიდან და ხსნის ახალ უნარებს.
8. წყარო – ეს არის სათავესთან მიერთება, აქ ხდება მაქსიმალური შერწყმა ღვთიურ საწყისთან, საკუთარ უმაღლეს მესთან. ადამიანმა შეიცნო თავი, როგორც შემოქმედი.
ლევან მათითაშვილი