გახსოვდეთ
ახალგაზრდები არასოდეს ფიქრობენ იმაზე, რომ ოდესმე მოხუცდებიან.
ახალგაზრდები არ ფიქრობენ იმაზე, რომ სიცოცხლე უფრო ღირებული ხდება სიბერეში.
ახალგაზრდებს არ ჯერათ და არ ფიქრობენ იმაზე, რომ მათ ცხოვრებაში დადგება მომენტი, რომ ისინი მოხუცდებიან და მათ რჩევებს არავინ მოისმენს.
იცოდეთ
ასაკში შესულებს ავიწყდებათ, როგორ ოცნებობდნენ ახალგაზრდობაში ვინმეს ხელი შეეწყოთ, პატივი ეცათ და თბილად მოქცეოდნენ. მათ ავიწყდებათ წარსული და ფიქრობენ საკუთარ ნება სურვილებზე.
ასაკში შესულებს ავიწყდებათ, როგორ ექცეოდნენ მათ უფროსები, როგორ ექცეოდნენ მათ ზემდგომები.
უკეთური ადამიანებისგან ისწავლეთ, თუ როგორები არ უნდა იყოთ თქვენ.
ნუ გაიმეორებთ რასაც გაბოროტებული ადამიანები ჩადიან.
გაიხსენეთ როგორ ყოფაში იყავით და ეცადეთ დაიოკოთ სიავე, რომელიც თქვენში დევს.
გარდაუვალი
წარმატებას ვერ მიაღწევს ის ახალგაზრდა ვინც არ დააფასებს და არ მოუსმენს უფროს თაობას.
დიდი მარტოობისთვის და ტკივილისთვის განწირულია ის, ვინც ახალგაზრდებს არ შეიყვარებს ისე, როგორც საკუთარს.
შენც იყავი ახალგაზრდა.
შენც იქნები მოხუცი.
,,მოექეცი ადამიანებს ისე, როგორ გინდა მოგექცენ შენ”
გიორგი ჯაჯანიძე