1. წარუმატებლობა – მხოლოდ თავიდან დაწყების შანსია, თუმცა უფრო ჭკვიანურად დაწყებისა. /ენრი ფორდი/
2. თუ პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია, მაშინ ნერვიულობა არ ღირს. თუ პრობლემა ვერ მოგვარდება, მაშინ ნერვიულობას აზრი არ აქვს. /დალაი ლამა/
3. იღბალი ერთხელ ყველას კარზე აკაკუნებს, თუმცა ამ დროს ადამიანები უმეტესად უახლოეს ლუდის ბარში სხედან და კაკუნის ხმა არ ესმით. /მარკ ტვენი/
4. პირადად მე ძალიან მიყვარს მარწყვი ნაღებით, თუმცა თევზი რატომღაც მატლებს ანიჭებს უპირატესობას. სწორედ ამიტომ, როცა სათევზაოდ მივდივარ, არ ვფიქრობ იმაზე, რა მიყვარს მე, ვფიქრობ რა უყვარს თევზს. /დეილ კარნეგი/
5. დილით ჰკითხეთ საკუთარ თავს: ,,რა უნდა გავაკეთო”. საღამოს კი: ,,რა გავაკეთე?“ – /პითაგორა/
6. უბედური, წარუმატებელი, საწყალი და არაჯანმრთელი ისაა, ვინც ხშირად ამბობს სიტყვას ,,ხვალ“. /რობერტ კიოსაკი/
7. მოხუცები ხშირად ურჩევენ ახალგაზრდებს ეკონომიურად ხარჯონ ფული – ეს ცუდი რჩევაა. არ დააგროვოთ – საკუთარ თავში ჩადეთ. 40 წლამდე დოლარიც არ შემინახავს. /ჰენრი ფორდი/
8. მე მინდა. ე. ი. – იქნება. /ჰენრი ფორდი/
9. გააკეთე დღეს ის, რისი გაკეთებაც სხვებს არ უნდათ. ხვალ კი იცხოვრებ ისე, როგორც სხვებს არ შეუძლიათ. /ჯერალდ ლეტო/
10. იმისთვის, რომ მიიღო ის, რაც არასოდეს გქონია, უნდა გააკეთო ის, რაც არასოდეს გაგიკეთებია. /კოკო შანელი/