fbpx

წარმატების 5 წესი ნობელის ლაურეატებისგან

ავტორი Ann
2K ნახვა

ალბათ ბევრ თქვენგანს შეშურებია ნობელის ლაურეატების. ზოგჯერ ესეთები ადამიანებს ღვთის რჩეულები ჰგონიათ და ფიქრობენ, რომ თავად ამდენის გაკეთება არ შეუძლიათ. სინამდვილეში ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უფრო მეტი მონდომებით და იმ საქმის სიყვარულით, რასაც აკეთებენ. წარმოგიდგენთ 5 გაკვეთილს მათგან:

1.იპოვნეთ შთაგონების წყარო – ნობელის ლაურეატებს ხშირად უსვამენ კითხვას, რა არის ამ პრიზის დამსახურების საიდუმლო. მათი უმრავლესობა კი ამ კითხვაზე პასუხობს, რომ მთავარია ზუსტად მიაგნო იმ საქმეს, რომელიც შთაგაგონებს და ის აუცილებლად კარგად გამოგივა.

 2.განავითარე ინტელექტუალური დამოუკიდებლობა – ბერტრანდ რასელი (ლიტერატურა,1950წ.) ამბობდა: „ნუ შეგეშინდებათ იყოთ ექსცენტრიული საკუთარი აზრის გამოხატვის დროს, ყველა აზრი, რომელიც დღეს გენიალურად ჟღერს ოდესღაც ექსცენტრიული იყო“.

3.გარისკე – უინსტონ ჩერჩილი ამბობდა: „არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე პირისპირ შეეჩეხო რისკს ახალგაზრდობაში“. ვერნერ ფორსმენი (მედიცინა, 1956) იყო პირველი ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა საკუთარი აღმოჩენა, კათეტერი, თუმცა ის ამის გამო კლინიკის დირექტორმა სამსახურიდან დაითხოვა. რამდენიმე წელიწადში მან აღმოჩენისთვის ნობელის პრემია მიიღო.

4.იპოვნეთ მონათესავე სული – ადამიანი, რომელსაც სწამს შენი შესაძლებლობების ძალიან ძვირფასია. ალბერტ კამიუ (ლიტერატურა, 1957) საკუთარი სკოლის მასწავლებელმა „გადაარჩინა“. მოგვიანებით, როდესაც მან ნობელის პრემია მიიღო მასწავლებელს მიუძღვნა ჩანაწერი: „მაგრამ შენთვის…“, სანაცვლოდ კი მისგან მიიღო „ჩემო ძვირფასო ბავშვო“.

5.იმუშავე გატაცებით – „ვნების, გატაცების გარეშე გენიოსი არ არსებობს“, ეს სიტყვები ეკუთვნის თეოდორ მომსენს, რომელიც პირველი ადამიანი იყო, ვინც ლიტერატურაში ნობელის პრემია მიიღო 1901 წელს. მთავარია გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ და აუცილებლად ყველაფერი კარგად გამოგივა!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment