fbpx

ავთო ვარაზის ბუკინისტი ლოვა

ავტორი ჟოლო
135 ნახვა

 იმ კაცის ისტორია, რომელიც მხატვარმა უკვდავებას აზიარა …

 

ავთო ვარაზის გადმოცემით ბუკინისტი ლოვა ძალიან მდიდარი სომხური ოჯახიდან იყო და იმდენად სათუთად აღზრდილი, რომ თურმე მისი მშობლები ერთმანეთს აფრთხილებდნენ: “კარადის კარი ფრთხილად დახურე, ლოვას არ დაუბეროს და არ გაგვიცივდესო.”   


გავიდა დრო, მშობლები დაიხოცნენ, ლოვა მარტო დარჩა ცხოვრებისათვის აბსოლუტურად მოუმზადებელი და უმწეო. ლოვამ ჩამოსული რუსი ქალი შეიყვარა. ქალმაც არ დააყოვნა ამ “გრძნობის” დაფასება. ერთხელ, როცა ლოვა სადღაც გაგზავნა, შეკრა მთელი მისი ქონება, სამკაულები, ოქრო, ვერცხლი და გაუჩინარდა. . .

დარჩა ლოვა მარტო, უკაპიკოდ, გულგატეხილი. ლოგინად ჩავარდა და დიდხანს იავადმყოფა. სიკვდილმაც მიატოვა. რამენაირად ხომ უნდა ეარსება? და დაიწყო ლოვამ ნოტებით ვაჭრობა. იგი ხშირად მოდიოდა ავთოსთან და ვიოლინოს რეპერტუარი მოჰქონდა. ავთოც ყიდულობდა. 


ერთხელ ავთომ ლოვას დახატვა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, ლოვას აზრით თუკი ვინმე მის პორტრეტს გააკეთებდა, იგი აუცილებლად მოკვდებოდა და ავთოც იძულებული გახდა ლოვა ზეპირად დაეხატა. 

 

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment