fbpx

აზერბაიჯანული დრამატული თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელმა დატოვა

ავტორი ჟოლო
134 ნახვა

როგორც ირკვევა ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის სახელმწიფო პროფესიული აზერბაიჯანული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ზურაბ სიხარულიძემ თანამდებობა საკუთარი ნებით დატოვა.


ის თეატრს ერთი წელი ხელმძღვანელობდა. მისი მმართველობის დროს დასმა არაერთ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა (ლიტვაში, თურქეთსა და აზერბაიჯანში). დაიდგა სამი ახალი სპექტაკლი, აქედან ჟ.ბ. მოლიერის “ჟორჟ დანდენი” ანუ “მიტოვებული ქმარი”, პირადად განახორციელა. 


ზურაბ სიხარულიძის წასვლის შემდეგ თეატრის თანამშრომლები უახლოეს მომავალში  ახალ ხელმძღვანელს ელოდებიან. 


მანამდე კი 7 თებერვალს, 17:00 საათზე, აზერბაიჯანულ თეატრში პრემიერა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება მ.მიტროვიჩის პიესა “ძარცვა შუაღამით”. სპექტაკლის რეჟისორია თურგაი ველიზადე გახლავთ.


კახი ლაზარიშვილი, თეატრის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი: „ამ წელს პირველ პრემიერაზე ვუმასპინძლებთ მაყურებელს. სპექტაკლს მცირე სცენაზე წარმოვადგენთ, რადგან დიდი სცენა გაუმართავია და მრავალი წელია არ ფუნქციონირებს. ურთულეს პირობებში გვიწევს მუშაობა, არაერთხელ გაგვიხმოვანებია, რომ შენობა ავარიულია და დანგრევის პირასაა მისული, მაგრამ ადმინისტრაცია და შემოქმედებითი კოლექტივი ცდილობს თეატრისთვის სიცოცლის შენარჩუნებას. სხვა დასები ამ პირობებში პრაქტიკულად ვერ იმუშავებდნენ, ჩვენს მსახიობებს კი არც სიცივე უშლის ხელს  რეპეტიციებზე მოსვლისთვის და არც აბსოლუტურად განადგურებული ინფრასტრუქტურა”.
სპექტაკლის მხატვარობა და მუსიკალური გაფორმება თურგაი ველიზადეს ეკუთვნის. ქორეოგრაფი ასლან მამედოვია. სპექტაკლში მონაწილეობენ:-ასლან მამედოვი,თურგაი ველიზადე,ლეილა კასუმოვა,მარიანა მამედოვა,ფაზილ ბაირამოვი. 


დასწრება უფასოა მხოლოდ ერთი დღე  მისამართი: ვ. გორგასლის №1

მსგავსი სტატიები

Leave a Comment