თბილისში მყოფი ალენ დელონის შეხვედრამ ჟურნალისტებთან მხიარულად ჩაიარა. საკონფერენციო დარბაზში შემოსვლისთანავე მსახიობი ყველასთვის მოულოდნელად იქვე მყოფ ერთ-ერთ ჟურნალისტს გადაეხვია და მერე თავის დაკვრით გამოხატა სხვებისადმი პატივისცემა. ფრანგმა მსახიობმა საქართველოზე საუბრისას გულდაწყვეტით აღნიშნა, რომ ქართველების ამ დიდი სიყვარულის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყო.
ალენ დელონი: „ვსაყვედურობ ქართველებს, რომლებმაც საქართველოში არასოდეს მომიწვიეს, არასოდეს, არასოდეს, ამიტომაც საქართველოს შესახებ არც არაფერი ვიცოდი. მე მოვედი პაატასთვის, მანამდე არც არავის ვიცნობდი. მხოლოდ 10 წლის წინ შევხვდი პრეზიდენტ შევარდნაძეს, სულ ესაა… მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ ქართველებისთვისაც ისეთივე საოცნებო ვყოფილვარ, როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში. დასანანია, რომ ეს ახლა გავიგე…
ალენ დელონი საქართველოში, დღეს, გამთენიისას საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა. ფრანგი მსახიობი პაატა ბურჭულაძის საიუბილეო კონცერტს წაიყვანს.
წყარო:http://www.newposts.ge/