fbpx

ალენ დელონი თბილისშია

ავტორი ჟოლო
36 ნახვა

ცნობილი ფრანგი მსახიობი ალენ დელონი თბილისშია. მსახიობი დღეს, გამთენიისას საკუთარი თვითმფრინავით ჩამოფრინდა.


”საქართველოში პაატა ბურჭულაძის გამო ჩამოვედი. ეს არის ახალგაზრდა ადამიანი,რომელიც ხვალ 60 წლის გახდება. ის არის უდიდესი ვარსკვლავი. უკვე მომწონს თბილისი”-ეს კომენტარი ალენ დელონმა ქართველ ჟურნალისტებთან გააკეთა.


12 თებერვალს,სპორტის სასახლეში, სახელოვნებო ინდუსტრია ”არტპალასი” ქართველი საოპერო მომღერლის – პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ,  გრანდიოზულ კონცერტს გამართავს, რომელსაც ალენ დელონი წარუძღვება.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment