ერთი ლეგენდის მიხედვით, პატარა ბიჭი, რომელსაც ძალიან უნდოდა ჭეშმარიტება შეეცნო, სახლიდან წავიდა და მთელი სამყარო მოიარა, დაეუფლა მედიტაციას, უმაღლეს იოგას, სუნთქვის შეკავებას, შეიცნო ყველა რელიგია, იცხოვრა ყველაფრის გარეშე, სექსის და ყველა სიამოვნების გარეშე. მოხუცდა ბიჭი და სახლში დაბრუნდა, გააღო კარები და ხედავს რომ ჭეშმარიტება მის წინ იყო…
თქვენ იტყვით, ის რომ არ წასულიყო , ყველაფერი რომ არ ენახა, ამას ვერ დაინახავდაო, ეს გონების ეშმაკური თამაშებია, ლეგენდის მთელი ხიბლი ისაა, რომ ჭეშმარიტებას ვერ იპოვი, ვერ აღმოაჩენ, ის მხოლოდ მათთვის არსებობს ვინც მას ხედავს, რომ ჭეშმარიტებას დროსთან არავითარი კავშირი არ აქვს.
პრობლემა იმაშია, რომ ადამიანი მუდამ ეძებდა რაღაც დიადს, საკრალურს, ღვთაებრივს, ამისთვის იტანჯებოდა, იბრძოდა, ყველა სიამოვნებაზე უარს ამბობდა , მაგრამ მაინც ვერაფერს პოულობდა. და თუ ერთ მშვენიერ დღეს ვინმემ კარი შემოაღო და გითხრათ, რომ მე მოგცემთ ჭეშმარიტებას, და თქვენ ეს დაიჯერეთ, იქ დაიკარგებით…არასოდეს არაფერი სთხოვოთ არავის, არავის აქვს ის რაც თქვენ გინდათ, ამას ვერავინ მოგცემთ, ეს ყველაფერი თქვენ ხართ.
ჯ. კრიშნამურტი
წყარო: პიროვნული განვითარების ცენტრი / PDC / by Nona Khidesheli