fbpx

ბილ გეითსი თავის 85 მილიარდის ქონებას საქველმოქმედო ფონდს გადასცემს

ავტორი ჟოლო
48 ნახვა

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ბილ გეითსის გადაწყვეტილებით, მთელი მისი ქონება, რომელიც 85 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.

როგორც გეითსი itvNEWS-თან ინტერვიუში აცხადებს, მისი ოჯახი ამაყობს მიღებული გადაწყვეტილებით… შვილებს კი საერთოდ არ ანაღვლებთ უდიდესი მემკვიდრეობის დაკარგვა.
ბილ გეითსის გადაწყვეტილებით, პრაქტიკულად მთელი მისი ქონება გადაეცემა მსოფლიოში უმდიდრეს ფონდს ,,ბილ და მელინდა გეითსების ფონდი,, რომელიც სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების, განათლებისა და მსოფლიოში სიღარიბის შემცირების პრობლემებზე იმუშავებს.

60 წლის მილიარდერის განცხადებით, მთელი ქონების დატოვება შვილებისთვის, ეს მათთვის გაწეული დათვური სამსახური იქნება…

,,ჩემი და მილენდას შვილებმა მიიღეს და კიდევ მიიღებენ კარგ განათლებას… კიდევ მიიღებენ გარკვეულ კაპიტალს და ფულის გაჭირვება არ ექნებათ, მაგრამ ყოველივე მათგანმა თვითონ უნდა ააგოს თავისი კარიერა. თუ მთელ ქონებას ამათ დავუტოვებთ, ჩვენ მათ თვითრეალიზაციის საშუალებას წავართმევთ. ამ ფულმა უამრავ ადამიანს დახმარება უნდა გაუწიოს, იმათ ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება, ჩემი შვილები ამაყობენ მიღებული გადაწყვეტილებით,, – აცხადებს ბილ გეითსი.

წყარო:http://bfm.ge/

 

მსგავსი სტატიები

Leave a Comment